- შტურმი 1:0 ტიროლი
- ოთარ კიტეიშვილი მოედანზე მე-2 ტაიმში გამოჩნდა
ავსტრიის ბუნდესლიგის მე-9 ტურში ოთარ კიტეიშვილის შტურმმა 1:0 დაამარცხა ტიროლი. ამ თამაშში ტრავმის მერე პირველად ითამაშა ქართველმა ნახევარმცველმა, რომელმაც 59-ე წუთზე კუენი შეცვალა. მას სტუმართა გოლის მერე კარგი მომენტი შეექმნა, მაგრამ 79-ე წუთზე ოთარმა კარს ოდნავ ააცილა.
შეგახსენებთ, რომ ოთარ კიტეიშვილმა ტრავმა ერთა ლიგის თამაშში, ჩრდილოეთ მაკედონიასთან მიიღო და მას მერე, ნაკრების ნოემბრის ფანჯარა და შტურმის ხუთი მატჩი გამოტოვა. მოედანს ის 43-დღიანი იძულებითი პაუზის მერე დაუბრუნდა. ბუნდესლიგის 5 მატჩში მის ანგარიშზე 1 გოლია.
კომენტარები