Thumbnail

საქართველოს ნაკრებმა ევრობასკეტ 2022-ის საკვალიფიკაციო მატჩში სტუმრად დაამარცხა ფინეთის ნაკრები 91:85. მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე ილიას ზუროსი და საქართველოს ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია გამოცხადნენ.

ილიას ზუროსი (საქართველოს ნაკრების მწვრთნელი): ვულოცავ ჩემს კალათბურთელებს, ჩემს ასისტენტებს. ძალიან მძიმე სიტუაციაა მსოფლიოში კორონავირუსის გამო. ჩვენ ფანების გარეშე გვიწევს თამაში. არ არის ის საკალათბურთო ატმოსფერო, რომელიც ასე გვიყვარს. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანების ჯანმრთელობაა. 
ფინეთის ნაკრებმა დიდებულად იბრძოლა, ბოლომდე არ დანებდა. ჩვენ უკვე ევრობასკეტისთვის ვემზადებით, შანსს ვაძლევთ ახალგაზრდებს. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მათ შესანიშნავად ითამაშეს. ისინი გუნდს გამარჯვების მიღწევაში დაეხმარნენ. ამ სიტუაციაში ეს გამარჯვება ძალზე მნიშვნელოვანი იყო საქართველოსთვის. ახლა მომდევნო თამაშზე უნდა გავაკეთოთ კონცენტრაცია. ამ თამაშისთვის ჩვენ სულ რაღაც 2 დღე-ნახევარი ვემზადებოდით, მაგრამ ბიჭებმა დღეს მებრძოლი სული გამოავლინეს.

შვეიცარიასთანაც მძიმე მატჩი გველის, უნდა ვიშრომოთ. მეტოქე ძალზე კონკურენტუნარიანია და სამქულიანებს კარგად ისვრიან. ასე რომ, ბრძოლა მოგვიწევს. უნდა ვნახოთ სერბეთთან მათი დღევანდელი მატჩიც, რომელიც მოიგეს".

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს, რომელიც უკონკურსოდ ასპარეზობს, ჯგუფში სამი თამაშიდან სამი გამარჯვება აქვს. 30 ნოემბერს ესპოოში ილიას ზუროსის გუნდი შვეიცარიას დაუპირისპირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები