Thumbnail
  • ირლანდიასთან მატჩამდე - ბორჯღალოსანთა მწვრთნელისა და კაპიტნის კომენტარები
  • ლევან მაისაშვილი ამბობს, რომ ფიჯისთან მატჩი დიდი ალბათობით ჩატარდება

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები 29 ნოემბერს, შემოდგომის ერთა თასზე მესამე ტურის შეხვედრას გამართავს. "ბორჯღალოსნების" მეტოქე ირლანდიის ნაკრები იქნება. მატჩი "ავივა სთედიუმზე'' გაიმართება და 18:00-საათზე დაიწყება. გულშემატკივარი მატჩის ტელეტრანსლაციას ტელეკომპანია იმედის ეთერში იხილავს.

''სამყურებთან'' მატჩამდე მედიასთან კომენტარები ნაკრების მწვრთნელმა და კაპიტანმა გააკეთეს. ლევან მაისაშვილი ამბობს, რომ დიდი ალბათობით, ფიჯისთან მატჩი შედგება. გარდა ამისა, ნაკრების მწვრთნელს იმედი აქვს, რომ ნაკრებს ირლანდიასთან ბურთის უკეთ გაკონტროლების შესაძლებლობა ექნება.

ლევან მაისაშვილი ირლანდიასთან მატჩზე

მთელი კვირა მშრალი ამინდი იყო და პირველად მოგვეცემა ასეთ პირობებში თამაშის შესაძლებლობა. ეს მოგვცემს ბურთის უკეთ გაკონტროლების შესაძლებლობას და იმედია, ტექნიკური წუნიც ნაკლები იქნება. თუმცა ეს შესაძლებლობა მეტოქესაც ექნება და დაცვაში უფრო ყურადღებით უნდა ვიყოთ.

ირლანდიასთან მატჩამდე დასვენებისთვის ერთი დღით მეტი გვქონდა. ეს კვირა შეტევის დახვეწაზე ვიმუშავეთ, ბოლო ვარჯიშზე ყველაფერი კარგად გამოგვივიდა და იმედს ვიტოვებ, რომ ამას მოედანზეც გადავიტანთ. ჩემთვის უფრო საინტერესოა ჩვენ რას გავაკეთებთ, როგორ წავიწევთ წინ შეტევაში და ავიღებთ ქულებს, ვიდრე ის, რას შემოგვთავაზებს მეტოქე.

ვეცდებით თამაში ირლანდიის ნახევარზე გადავიტანოთ და იქ უკვე ხელით ვითამაშოთ. ვარჯიშებზე თავდაჯერებულობა, სისტემისადმი ნდობა იგრძნობოდა. უკეთ გამოვიყურებოდით კოლექტიურად. მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი სტატიკური ფაზების მოგება და მეტოქისთვის ხელის შეშლა.

კარგია ირლანდია უძლიერესი შემადგენლობით რომ გვეთამაშება. თუ შევძლებთ მათთვის რეალური წინააღმდეგობის გაწევას, ისინი გაცილებით დიდ წნეხში მოექცევიან.

ლევან მაისაშვილი ფიჯისთან მატჩზე

ოფიციალურად არც უარი მიგვიღია და არც თანხმობა უთქვამთ, თუმცა გვქონდა კონტაქტი ფიჯის სამწვრთნელო შტაბთან, გუნდის დიდი ნაწილი უკვე ვარჯიშობს და დიდი ალბათობით, ეს თამაშიც შედგება.

მერაბ შარიქაძე ირლანდიასთან მატჩზე და დებიუტანტებზე

დამატებითი ერთი დღით დასვენება ნამდვილად წაგვადგა და წინა მატჩებთან შედარებით, ახლა საუკეთესოდ ვართ მომზადებული. ვარჯიშებზე მართლაც ყველაფერი გამოგვდიოდა, მაგრამ არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც მთელი კვირის ნაშრომი მოედანზე ვერ გადაგაქვს. ჩვენი მთავარი მისიაა, რომ კარგი ვარჯიშები მოედანზე აისახოს.

გვყავს ორი დებიუტანტი – ალანია და ნინიაშვილი, რომლებიც პერსპექტიული ბიჭები არიან. ორივე კარგ ფორმაშია, იციან თავისი საქმე და მათი ძალიან გვეიმედება.

2014 წელს ირლანდიასთან დიდი სხვაობით დავმარცხდით და იმ თამაშს სასიამოვნოდ ვერ გავიხსენებ. ესაა დისციპლინირებული, მანქანასავით აწყობილი გუნდი, რომელიც ბურთს დიდხანს ინარჩუნებს და ყველაფერს მაღალი ხარისხით ასრულებს. ჩვენ ამისთვის მობილიზებული უნდა ვიყოთ.

ლევან მაისაშვილის და მერაბ შარიქაძის წინა-სამატჩო პრესკონფერენცია 28/11/20

#8ერი | #ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელის, ლევან მაისაშვილის და კაპიტნის, მერაბ შარიქაძის წინა-სამატჩო პრესკონფერენცია (ონლაინ) 🏉

Posted by Georgian Rugby on Saturday, November 28, 2020

კომენტარები

ბოლო ამბები