Thumbnail
  • 📅 30 ნოემბერი | ⌚ 00:00 | ⚽ რეალ სოსიედადი V ვილიარეალი | 📺 SILK სპორტი HD1
  • მოულოდნელ ლიდერს შესაძლოა, ლიდერი დააკლდეს
  • ყველაფერი, რაც ამ მატჩის წინ უნდა ვიცოდეთ
  • საინტერესო სტატისტიკური ფაქტები ბევრ მინიშნებას მოგცემთ

ლა ლიგის მე-11 ტურის მთავარი დაპირისპირება სატურნირო თვალსაზრისით, სან სებასტიანში შედგება - "რეალ სოსიედადი" "ვილიარეალს" მასპინძლობს. ტურის წინ ბასკური კლუბი ლიდერი იყო, ხოლო ვალენსიური - მესამე. 

ბოლოს, როცა რეალ სოსიედადს ამდენი (23) ქულა ჰქონდა 10 ტურის შემდეგ, ეს ბასკური კლუბი ჩემპიონი გახდა, ეს მოხდა 1981/82 წლების სეზონში. რამდენად სერიოზულია "ჩური ურდინის" ამბიცია წლეულს, ეს მატჩიც გამოაჩენს. 

იმანოლის გუნდი არა მარტო კარგად თამაშობს, არამედ, მას ამ სეზონისთვის სოლიდური შემადგენლობა ჰყავს, რისი წყალობითაც, თავიდანვე ითქვა, რომ "ჩური ურდინი" ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძოლებდა. როგორც ჩანს, ბასკებს მეტი სურთ. იმანოლს არ ეყოლება ორი ტრავმირებული: ლუკა სანგალი და ასიერ ილიარამენდი. ანდონი გოროსაბელისა და გუნდის ახალი ლიდერის, დავიდ სილვას თამაში კი საეჭვოა. დისკვალიფიკაცია მოიხადა რობინ ლე ნორმანმა და ის ითამაშებს. იმანოლი სავარაუდოდ, იანუზაის სკამზე დატოვებს და სასტარტოში ბარენეჩეას ათამაშებს. 

იმანოლის გუნდს 10 ტურის შემდეგ 23 ქულა აქვს

იმანოლი (რეალ სოსიედადის მწვრთნელი): "დავიდ სილვას თამაშამდე გავესაუბრები და ვნახოთ, შეძლებს თუ არა ის თამაშს. ჩვენი მიზანი არ იცვლება, თამაშში საუკეთესო თვისებები უნდა გამოვავლინოთ. შევქმნათ მომენტები და გავიმარჯვოთ. სამი ქულა ძალიან მნიშვნელოვანია. მეტოქეს ძალიან კარგი შემადგენლობა ჰყავს და მხოლოდ კარგი ფეხბურთის თამაშით თუ შევძლებთ ვილიარეალის დამარცხებას. ისინი მხოლოდ 4 ქულით ჩამოგვრჩებიან და შესანიშნავ ფეხბურთს თამაშობენ". 

ვილიარეალის შემადგენლობაში საეჭვოა პაკო ალკასერის თამაში, ხოლო ალბერტო მორენოსი - გამორიცხულია. სამაგიეროდ, მომჯობინდა მოი გომესი.

საინტერესო ფაქტები

⚽ ბოლო 6 ტურია, რაც რეალ სოსიედადის მოგებათა სერია გრძელდება.

⚽ ლა ლიგის ბოლო სამ საშინაო მატჩებში სოსიედადი იგებდა, როგორც ტაიმებს, ისე მატჩებს.

⚽ ვილიარეალმა რეალ სოსიეადს ბოლო სამი საგარეო დაპირისპირება მოუგო (ყველა შეჯიბრება).

⚽ ლა ლიგის ბოლო 7 ტურია, რაც ვილიარეალი დაუმარცხებელია.

⚽ სოსიედადმა ლა ლიგის ბოლო სამ საშინაო მატჩში, სულ მცირე, 2-2 გოლი გაიტანა.

⚽ ამ გუნდების ბოლო დაპირისპირება ამხანაგური იყო - 2 სექტემბერს სოსიედადი ვილიარელთან 0:2 დამარცხდა. 

⚽ ვილიან ჟოზემ ვილიარეალს ბოლო 6 დაპირისპირებაში 5 გოლი გაუტანა.

სავარაუდო შემადგენლობები

რეალ სოსიედადი (4-2-3-1): რემირო - ზალდუა, ელუსტონდო, ლე ნორმანი, მუნიოსი - გევარა, მერინო - პორტუ, ოიარზაბალი, ბარენეჩეა - ვილიან ჟოზე

ვილიარეალი (4-3-3): ასენხო - გასპარი, ალბიოლი, პაუ ტორესი, ესტუპინიანი - პარეხო, იბორა, ტრიგეროსი - ჟერარდ მორენო, პაკო ალკასერი, მოი გომესი 

კომენტარები

ბოლო ამბები