Thumbnail

სელფი მარადონას ცხედართან - ფოტოს ავტორს მოკვლითაც ემუქრებიან

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • დამკრძალავი ბიუროს თანამშრომელმა მარადონას ცხედართან სელფი გადაიღო
  • დეიგო მოლინა სამსახურიდან უკვე გაუშვეს, ფანები კი მოკვლით ემუქრებიან

დიდი სკანდალი მოჰყვა სასახლეში ჩასვენებული დიეგო მარადონას ფოტოსურათის გამოქვეყნებას, რომელიც დამკრძალავი ბიუროს ერთ-ერთმა თანამშრომელმა გადაიღო. 

როგორც ირკვევა, ბუენოს აირესის დამკრძალავი ბიუროს თანამშრომელმა დიეგო მოლინამ, რომელსაც მარადონას ცხედარი დაკრძალვისთვის უნდა მოემზადებინა, შემთხვევით ისარგებლა და ლეგენდარულ არგენტინელ ფეხბურთელთან სელფი გადაიღო, რომელიც შემდეგ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. ფოტოზე მოლინას მარჯვენა ხელი მარადონას შუბლზე უდევს, მარცხენი ხელის ცერა თითი კი მაღლა აქვს შემართული. 

გარდაცვლილის ოჯახის წევრები და ახლობლები შოკირებულები დარჩნენ იმ ფაქტით, რომ სურათზე გარდაცვლილი დიეგოს სახე ჩანდა. ეს მაშინ, როცა ჭირისუფლების სურვილით, პრეზიდენტის სასახლეში გამართული სამოქალაქო პანაშვიდების დროსაც კი ლეგენდის სასახლე თავდახურული იყო.

დიეგო მოლინა ერთადერთი არ ყოფილა, ვინც არაეთიკური სელფი გადაიღო

არგენტინული მედიის ინფორმაციით, დამკრძალავი ბიუროს თანამშრომელი, რომელმაც სკანდალური სელფი გამოაქვეყნა, სამსხურიდან უკვე გაათავისუფლეს. მაგრამ პრობლემა ამით არ ამოწურულა. ახლა ლეგენდარული ფეხბურთელის აღშფოთებული ფანატები სოციალურ ქსელებში იმუქრებიან, რომ სელფის ავტორს გაუსწორდებიან. “ის სიკვდილს იმსახურებს”, - წერენ ფანები დიეგო მოლინას მისამართით, რომელიც როგორც მოგვიანებით გაირკვა, ერთადერთი არ იყო, ვინც გარდაცვლილ მარადონასთან მსგავსი ფოტო გადაიღო. 

მეტი ამ თემაზე:

დიეგომ ევროპაში ბარსელონაში, ნაპოლისა და სევილიაში ითამაშა

დიეგო არმანდო მარადონა 25 ნოემბერს, საკუთარ სახლში, გულის შეტევით გარდაიცვალა. ფეხბურთის ღმერთად წოდებული არგენტინელი 27 ნოემბერს, ბუენოს აირესის სიახლოვეს, კერძო სასაფლაოზე დაკრძალეს. 

მისი სახით მსოფლიომ ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი ფეხბურთელი დაკარგა. გენიალურმა ათიანმა არგენტინის ნაკრებში 1977-დან 1994 წლამდე 91 მატჩი ჩაატარა და 34 გოლი გაიტანა. 1986 წელს მან სამშობლოს მსოფლიოს ჩემპიონობა მოუტანა.

📺 ეპიკური კადრები - 1989 წელი, დიეგო მიუნხენში ავსტრიული ბენდის, Opus-ის ძალიან ცნობილი ჰიტის, Live is Life-ის ფონზე ხურდება

კომენტარები

ბოლო ამბები