Thumbnail
  • თსუ 3:4 ბერეტიუფალუ (უნგრეთი)
  • სტუმრებმა მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვეს.

ფუტსალის ჩემპიონთა ლიგის 1/32-ფინალური ეტაპის შეხვედრაში, საქართველოს ჩემპიონმა თსუ-მ უნგრულ ბერეტიუფალუს უმასპინძლა და ანგარიშით 3:4 დამარცხდა. სამწუხაროდ, ქართული გუნდი ჩემპიონთა ლიგის ეტაპს უკვე დაემშვიდობა.

მიუხედავად იმისა, რომ მატჩზე ქომაგებს დასწრების საშუალება არ ჰქონდათ, თსუ გულშემატკივრებმა მაინც გაამხნევეს და ახალ სპორტის სასახლესთან დახვედრა მოუწყვეს.

📢 ასე დახვდა გულშემატკივარი თსუ-ის ფუტსალის გუნდს უმნიშვნელოვანესი შეხვედრის წინ ⚽️ შეგახსენებთ, რომ უეფას ფუტსალის ჩემპიონთა ლიგის შესარჩევი მატჩი, 28 ნოემბერს, 16:00 საათზე დაიწყება, სადაც თსუ , უნგრეთის ჩემპიონ გუნდ - ბერეტიუფალეს დაუპირისპირდება. წარმატებას ვუსურვებთ ჩვენს მოთამაშეებს 💪💙

Posted by TSU Student Self-Governance • თსუ სტუდენტური თვითმმართველობა on Saturday, November 28, 2020

უნგრელებმა პირველ ტაიმში ანგარიში პენალტით გახსნეს. ალვარიტომ ზუსტად დაარტყა და მასპინძლები დააწინაურა, რის შემდეგაც სტუმართა ბრაზილიელმა ლეგიონერმა ფერნანდეშმა ბერეტიუფალუს უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდა და პირველი ტაიმიც ასე დასრულდა - 0:2 უნგრელების სასარგებლოდ.

მასპინძლებმა მეორე ტაიმი აქტიურად დაიწყეს და ძალიან ბევრს უტევდნენ, თუმცა გოლები ისევ ქართული გუნდის კარში გავიდა. ჯერ უნგრელმა საბომ გაიტანა, რის შემდეგაც ზუსტად რამდენიმე წამში ალვარიტომ დუბლი შეასრულა და უნგრელების უპირატესობა 4 ბურთამდე გაზარდა.

ქართულმა გუნდმა მატჩი უგოლოდ მაინც არ დაასრულა. ჯვარაშვილის გადაცემით ვახტანგ კეკელიამ გაიტანა და ანგარიში - 1:4 გახადა.

თსუ-მ მატჩის მიწურულს კიდევ ორი გოლი გაიტანა. თავი ჯერ გიორგი ღავთაძემ გამოიჩინა და თამაშის გადარჩენის მცირე იმედიც გაჩნდა. მეტოქეს ბოლო გოლი ვახტანგ ჯვარაშვილმა გაუტანა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 3:4.

სამწუხაროდ, თსუ ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა და უნგრული ბერეტიუფალუ 1/16-ფინალში იასპარეზებს.

თსუ: ბუკია, ჭანუყვაძე, ჯვარაშვილი, კეკელია, ღავთაძე. ასლანი, ბექაური, ჩიმაკაძე, ჭოხონელიძე, კაპანაძე, კობაიძე, სილაგავა, თევზაძე, თოფურია

კომენტარები

ბოლო ამბები