Thumbnail
  • საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი კვიპროსში ტრავმით დაბრუნდა 
  • თორნიკეს მუხლი აწუხებს და ანორთოსისს კიდევ 20 დღე ვერ დაეხმარება

ანორთოსისის ქართველი ნახევარმცველი თორნიკე ოქრიაშვილი, რომელიც საქართველოს ნაკრებიდან კვიპროსში ტრავმით დაბრუნდა, თამაშს დაახლოებით კიდევ 20 დღე ვერ შეძლებს. არადა, თავდაპირველი ვარაუდით, ფეხბურთელი მოედანზე უფრო სწრაფად უნდა დაბრუნებულიყო.

კვიპროსული მედიის ცნობით, 28 წლის ქართველმა ფეხბურთელმა, რომელსაც მუხლი აწუხებს, კიდევ ერთი სამედიცინო გამოკვლევა ჩაიტარა და აღმოჩნდა, რომ თავის გუნდს უახლოეს მნიშვნელოვან შეხვედრებში დააკლდება.

თორნიკე ოქრიაშვილი ნოემბრის მატჩებისთვის საქართველოს ეროვნულ ნაკრებში იყო გამოძახებული, მაგრამ ნახევარმცველმა მხოლოდ ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის ფინალში, ჩრდილოეთ მაკედონიასთან (0:1) ითამაშა, სომხეთსა და ესტონეთთან ერთა ლიგის შეხვედრებში კი მონაწილეობა აღარ მიუღია.

თორნიკეს ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩის შემდეგ აღარ უთამაშია

თემურ ქეცბაიას გუნდი კვიპროსის ჩემპიონატის მე-12 ტურში პარალიმნის უმასპინძლებს. ანორთოსისს 23 ქულა აქვს - იმდენივე, რამდენიც სატურნირო ცხრილის ლიდერ აპოლონს, რომელსაც თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული. 

თორნიკე ოქრიაშვილი კვიპროსული გუნდის ღირსებას მეორე სეზონია იცავს. მიმდინარე ჩემპიონატში თორნიკემ 8 მატჩში ითამაშა და 4 გოლითა და 1 საგოლე პასით გამოირჩა.

კომენტარები

ბოლო ამბები