Thumbnail

NBA-ს სეზონისწინა მატჩები - ბითაძის და ინდიანას მეტოქეები ცნობილია

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • NBA-ს ახალი სეზონისთვის მოსამზადებელი მატჩები 11-19 დეკემბერს ჩატარდება
  • ინდიანა სეზონისწინა შეხვედრებს კლივლენდსა და ფილადელფიასთან გამართავს
  • მოქმედი ჩემპიონი ლეიკერსი ლოს ანჯელესის მეორე კლუბს - კლიპერსს შეეჯიბრება

ნაციონალურმა საკალათბურთო ასოციაციამ (NBA) სეზონისწინა მატჩების ჩატარების განრიგი დაამტკიცა. როგორც მოსალოდნელი იყო, ახალი სეზონისთვის მოსამზადებელი საკონტროლო შეხვედრები 11-იდან 19 დეკემბრის ჩათვლით ჩატარდება.

ამ პერიოდში კლუბები 49 თამაშს გამართავენ, თითეული გუნდი კი მინიმუმ - ორ და მაქსიმუმ ოთხ შეხვედრას ჩაატარებს. 

კლუბებმა მეტოქეები უკვე დაადგინეს. მაგალთად, ლიგის მოქმედი ჩემპიონი ლოს ანჯელეს ლეიკერსი ლოს ანჯელეს კლიპერსს 11 და 13 დეკემბერს ეთამაშება, ხოლო 16 და 18 დეკემბერს კი ფინიქს სანსს დაუპირისპირდება. 
 
NBA-ში მოთამაშე ერთადერთი ქართველი  კალათბურთელის, გოგა ბითაძის გუნდი ინდიანა პეისერსი სეზონისწინა სამ მატჩს ჩაატარებს. 12 და 14 დეკემბერს კლივლენდს დაუპირსპირდება, 18-ში კი ფილადელფიასთან ითამაშებს. 

NBA-ს ახალი სეზონი სტარტს 22 დეკემბერს აიღებს, გუნდები ვარჯიშს კი უკვე 1-ელი დეკემბრიდან შეუდგებიან. 

კომენტარები

ბოლო ამბები