Thumbnail

საქართველოს ნაკრების რეგრესი ფიფას რეიტინგში

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ფიფამ ნოემბრის თვის რეიტინგი გამოაქვეყნა
  • საქართველოს ნაკრები 3 პოზიციით დაქვეითდა

ნოემბრის სანაკრებო მატჩების შემდეგ ფიფამ თავისი წევრი ქვეყნების ეროვნული გუნდების რეიტინგი განაახლა. საქართველოს ნაკრებმა, როგორც მოსალოდნელი იყო, რეგრესი განიცადა და 3 ადგილით დაქვეითდა. ეროვნულ გუნდს 20 ქულა დააკლდა და ახლა 89-ე ადგილზეა.

აღსანიშნავია, რომ ოქტომბერში საქართველოს ნაკრები 3 ადგილით იყო დაწინაურებული. ნოემბერში გუნდმა ჯერ ჩრდილოეთ მაკედონიასთან ევროპის ჩემპიონატზე გამსვლელი პლეი ოფის ფინალი წააგო, შემდეგ კი ერთა ლიგის მატჩებში, ჯერ სომხეთთან დამარცხდა, მერე კი ესტონეთთან ფრე ითამაშა.

უმწვრთნელოდ დარჩენილი ნაკრები ისევ ჩამორჩა ბელარუსს (88-ე ადგილი), რომელსაც პლეი ოფის ნახევარფინალში მოუგო. საქართველოს შემდეგ რეიტინგში ზამბია (90), კონგო (91), ლიბანი (92), ვიეტნამი (93) და მადაგასკარი (94) არიან. საინტერესოა, რომ ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების პოზიცია უცვლელი დარჩა - ევროპის ჩემპიონატზე გასული გუნდი ისევ 65-ე ადგილზეა. სომხეთის ნაკრები ორი პოზიციით დაწინაურდა და 99-ე ადგილზეა.

რეიტინგის საუკეთესო ექვსეულში ცვლილებები არ არის: 1) ბელგია, 2) საფრანგეთი, 3) ბრაზილია, 4) ინგლისი, 5) პორტუგალია, 6) ესპანეთი. მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი იტალიის ნაკრები საუკეთესო ათეულში დაბრუნდა. გერმანიის ნაკრები, რომელსაც კრიზისი აქვს, მე-13 ადგილზეა.

კომენტარები

ბოლო ამბები