- კვირას, 54 წლის მაიკ ტაისონი რინგზე ბრუნდება
- ტაისონი V ჯონსი - როგორი წესებით იჩხუბებენ და რას ველოდოთ
კვირას მაიკ ტაისონი რინგზე უნდა დაბრუნდეს - 54 წლის 'რკინის მაიკი' როი ჯონს უმცროსთან საჩვენებელ ბრძოლას გამართავს. შესაძლოა, ამ ბრძოლაში სპორტული ელემენტი ბევრი არ იყოს, მაგრამ ‘რკინის მაიკის’ და ზოგადად კრივის გულშემატკივარს კიდევ ერთხელ ექნება შანსი, ტაისონის მსგავსი მოვლენა რინგზე ნახოს.
ჩხუბის წინ ტაისონმა YouTube-ზე სახალისო ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ის მადლიერების დღეს ბავშვებთან ერთად მაგიდასთან ზის. მათ ვახშმად ჯონსის თავი აქვთ! მაიკი ამბობს, რომ ყურის ჭამა ურჩევნია და შესაბამისად იქცევა. ცხადია, ეს ყველაფერი იმიტომ, რომ ტაისონზე ყველას მაშინვე ევანდერ ჰოლიფილდის მოჭმული ყური ახსენდება…
კომენტარები