Thumbnail

მარადონა დაკრძალეს - ბუენოს აირესში სამოქალაქო პანაშვიდს არეულობები მოჰყვა

  • არგენტინელი ლეგენდა ბუენოს აირესთან ახლოს, კერძო სასაფლაოზე დაკრძალეს
  • დაკრძალვის ცერემონიას მხოლოდ დიეგოს ნათესავები და ახლობლები დაესწრნენ
  • ხალხის სიმრავლის გამო, სამოქალაქო პანაშვიდის შეწყვეტა გახდა საჭირო

ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი დიეგო მარადონა ბუენოს აირესთან ახლოს, კერძო სასაფლაო Bella Vista-ზე დაკრძალეს, სადაც დიეგოს მშობლები განისვენებენ. დაკრძალვის ცერემონიაში მხოლოდ მარადონას ნათესავები და ახლობლები მონაწილეობდნენ.

მანამდე კი არგენტინის დედაქალაქში, პრეზიდენტის სასახლეში დაგეგმილ ლეგენდასთან გამოსათხოვარ ცერემონიას მასობრივი არეულობები მოჰყვა და მისი შეწყვეტა გახდა საჭირო. სამოქალაქო პანაშვიდზე მილიონზე მეტი ადამიანი მივიდა, ცერემონიაზე მოხვედრა კი ბევრმა ვერ შეძლო და ამას პროტესტი და პოლიციასთან დაპირისპირებები მოჰყვა.

დამშვიდობება ფეხბურთის ღმერთთან

დამშვიდობება ფეხბურთის ღმერთთან

დამშვიდობება ფეხბურთის ღმერთთან

დამშვიდობება ფეხბურთის ღმერთთან

დამშვიდობება ფეხბურთის ღმერთთან

დამშვიდობება ფეხბურთის ღმერთთან

დამშვიდობება ფეხბურთის ღმერთთან

დამშვიდობება ფეხბურთის ღმერთთან

დამშვიდობება ფეხბურთის ღმერთთან

დამშვიდობება ფეხბურთის ღმერთთან

დამშვიდობება ფეხბურთის ღმერთთან

დამშვიდობება ფეხბურთის ღმერთთან

ყოფილი ფეხბურთელი და მწვრთნელი დიეგო მარადონა 25 ნოემბერს, გულის შეტევით, 60 წლის ასაკში გარდაიცვალა. არგენტინის ხელისუფლებამ სამდღიანი საერთო-სახალხო გლოვა გამოაცხადა, რომლის თანახმად, დაუშვეს სახელმწიფო დროშები, ტელეარხებზე კი გასართობი პროგრამები შეზღუდეს.

2 ნოემბერს დიეგო ბუენოს აირესის კლინიკაში იყო გადაყვანილი. ლეგენდას თვის დასაწყისში სასწრაფო ოპერაცია გაუკეთეს. 60 წლის დიეგოს ტვინის ზედაპირზე სისხლის შედედება, ჰემატომა აღმოაჩნდა, რომელიც ქირურგიული ჩარევით მოაშორეს. ექიმები ადასტურებდნენ, რომ მას სისხლნაკლულობა და გაუწყლოებაც სჭირდა. მარადონა კლინიკიდან 11 ნოემბერს გაწერეს.

მეტი ამ თემაზე:

გენიალურმა ათიანმა, რომლის კარიერის საუკეთესო წლები ბოკა ხუნიორსს, ბარსელონასა და ნაპოლის უკავშირდებოდა, არგენტინის ნაკრებში 1977-დან 1994 წლამდე 91 მატჩი ჩაატარა და 34 გოლი გაიტანა. 1986 წელს მან სამშობლოს მსოფლიოს ჩემპიონობა მოუტანა.

კომენტარები

ბოლო ამბები