- რონალდინიო მარადონას ემოციური სიტყვებით დაემშვიდობა
- ბრაზილიელი დიეგოს დიდი თაყვანისმცემელია
- არგენტინული კულტურის პროდუქტი - როგორ შეიქმნა დიეგოს ფენომენი
ფეხბურთის ბრაზილიელი ლეგენდა რონალდინიო დიეგო მარადონას გარდაცვალებას გამოეხმაურა და სოციალურ ქსელში ემოციური სიტყვებით დაემშვიდობა.
რონალდინიო: "ვუთანაგრძნობ ოჯახს და ყველას, ვისაც ეს გენიოსი უყვარდა. ჩემო მეგობარო, ჩემო კერპო, ჩემო 10 ნომერო, მადლობა ყველა ერთად გატარებული მომენტისთვის, ეს იქნებოდა თამაში თუ უბრალოდ ვახშამი. ჩვენი დიალოგი ყოველთვის განსაკუთრებული იყო და მე ვაფასებ სიხარულის ყველა მომენტს, რომელიც ერთად გვქონდა. შენით აღფრთოვანებული ვიყავი და შენს სიდიადეს პატივს ვცემდი. ჩემი კარიერის განმავლობაში ეს შთამაგონებდა. როდესაც შევხვდით და ფეხბურთი ვითამაშეთ, ეს ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი საუკეთესო საღამო იყო. მოედანზე ჩემს კუმირთან ერთად ვიყავი. მშვიდად განისვენე, მიყვარხარ. ჯადოქრების ჯადოქარო. მარადიულო".
მეტი ამ თემაზე:
- ფეხბურთის ღმერთს გული გაუჩერდა, მსოფლიომ მარადონა დაკარგა
- არგენტინული კულტურის პროდუქტი - როგორ შეიქმნა დიეგოს ფენომენი
- LIVE IS LIFE – დიეგოს ეპიკური გახურება მიუნხენში [1989]
- ‘მათ მე ფეხები მომაჭრეს!’ - მარადონას უკვდავი ციტატები
- პელე: მე და მარადონა ზეცაში ფეხბურთს ისევ ვითამაშებთ
- 'გვტოვებს, მაგრამ არ მიდის, რადგან მარადიულია' - მესი დიეგოზე
- გარი ლინეკერი: იმედი მაქვს, დიეგო ღმერთის ხელში გარკვეულ სიმშვიდეს ჰპოვებს
- 'ის ძალიან ადრე გვტოვებს' - კრიშტიანო რონალდო დიეგო მარადონაზე
- ‘საფლავის ქვაზე ეს დააწერეთ’ - მარადონას ძველი ვიდეო ვირუსული გახდა
დიეგო მარადონას სახით მსოფლიომ ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი ფეხბურთელი დაკარგა. გენიალურმა ათიანმა არგენტინის ნაკრებში 1977-დან 1994 წლამდე 91 მატჩი ჩაატარა და 34 გოლი გაიტანა. 1986 წელს მან სამშობლოს მსოფლიოს ჩემპიონობა მოუტანა.
მსოფლიოს 1986 წლის ჩემპიონი 2 ნოემბერს ბუენოს აირესის კლინიკაში იყო გადაყვანილი. ლეგენდას თვის დასაწყისში სასწრაფო ოპერაცია გაუკეთეს. 60 წლის დიეგოს ტვინის ზედაპირზე სისხლის შედედება, ჰემატომა აღმოაჩნდა, რომელიც ქირურგიული ჩარევით მოაშორეს. ექიმები ადასტურებდნენ, რომ მას სისხლნაკლულობა და გაუწყლოებაც სჭირდა. მარადონა კლინიკიდან 11 ნოემბერს გაწერეს.
გენიალური ‘ათიანი’ კოკაინზე დამოკიდებულებას ბევრი წელი ებრძვოდა. ოჯახის ექიმის თქმით, ბოლო დროს მარადონა ზედმეტად ხშირად იღებდა ალკოჰოლს და ასე ცდილობდა დეპრესიისგან თავის არიდებას. მარადონა ანტიდეპრესანტებსაც იღებდა და დაძინება უჭირდა. დიეგომ ბოლოს წონაშიც საკმაოდ დაიკლო.
📺 ეპიკური კადრები - 1989 წელი, დიეგო მიუნხენში ავსტრიული ბენდის, Opus-ის ძალიან ცნობილი ჰიტის, Live is Life-ის ფონზე ხურდება
კომენტარები