Thumbnail

მარადონას შვილი რეანიმაციაშია - მამის ამბავი მას ჟურნალისტმა გააგებინა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • დიეგო მარადონას 34 წლის შვილს COVID-19 აქვს და კლინიკაში იმყოფება
  • დიეგო სინაგრამ მამის გარდაცვალების შესახებ ყვითელი პრესისგან შეიტყო

ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელის დიეგო მარადონას შვილი, დიეგო სინაგრა რეანიმაციაში იმყოფება, რისი მიზეზიც კორონავირუსით გამოწვეული გართულებებია.

ჟურნალისტი ტანკრედი პალმერი სოციალურ ქსელში წერს, რომ 34 წლის სინაგრამ, რომელიც იტალიაში ცხოვრობს და პლაჟის ფეხბურთში ამ ქვეყნის ნაკრების წევრია, მამის გარდაცვალების შესახებ საავადმყოფოში, მედიის წარმომადგენლისგან შეიტყო. 

"სამწუხაროდ, ყვითელი პრესის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა დაურეკა მას, რათა კომენტარი მიეღო და სწორედ ასე შეიტყო დიეგო-უმცროსმა, რომ მამა დაკარგა. დაანებეთ ამ ბიჭს თავი". - წერს პალმერი.

25 ნოემბერს, ნაპოლისა და არგენტინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი დიეგო მარადონა 60 წლის ასაკში, გულის შეტევით გარდაიცვალა. მსოფლიოს 1986 წლის ჩემპიონი 2 ნოემბერს ბუენოს აირესის კლინიკაში იყო გადაყვანილი. ლეგენდას სასწრაფო ოპერაცია გაუკეთეს - ტვინის ზედაპირზე სისხლის შედედება, ჰემატომა ქირურგიული ჩარევით მოაშორეს. კლინიკიდან მარადონა 11 ნოემბერს გაწერეს.

მარადონა-უმცროსი ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელის უკანონო შვილია, რომელიც იტალიელ კრისტიანა სინაგრასთან შეეძინა. დიეგომ მისი მამობა მხოლოდ 2016 წელს აღიარა.

მეტი ამ თემაზე:

კომენტარები

ბოლო ამბები