Thumbnail

ცხოვრებაძის დუბლი ბეშიქთაშთან - 1 გოლი ევროლიგის ჰაილაითებში მოხვდა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 19 წლის ქართველმა ხელბურთელმა თურქულ კლუბს ულამაზესი გოლი გაუტანა
  • გიორგი ცხოვრებაძის მონპელიე ევროპის ლიგის ჯგუფის სათავეში იმყოფება

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრების წევრმა გიორგი ცხოვრებაძემ ევროპის ლიგაში 2 გოლი გაუტანა სტამბოლის ბეშიქთაშს, მისმა მონპელიემ კი 40:16 მოიგო და ჯგუფის ლიდერი გახდა.

აღსანიშნავია, რომ ფრანგულმა გრანდმა გასული მატჩი სრული საბრძოლო შემადგენლობით ჩაატარა. 19 წლის ცხოვრებაძემ მოედანზე გასვლისთანავე სწრაფ გარღვევაში გაიტანა, 25-ე წუთზე კი შედევრი “გამოაცხო”: მარჯვენა ფლანგზე სწრაფი ჩათამაშების შემდეგ რიშარსონის პასი მიიღო და მეკარისგან შორეულ კუთხეში ვირტუოზულად ჩაახვია. გოლი ევროლიგის ჰაილაითებშიც მოხვდა, მონპელიემ კი ძალიან იოლად იმარჯვა და ჯგუფში პირველ ადგილზე გადაინაცვლა.

ცნობისთვის, საფრანგეთის სტარლიგაში მონპელიე 2 ქულით ჩამორჩება ლიდერ პარი სენ ჟერმენს და მომდევნო მატჩსაც სწორედ შინაურ ჩემპიონატში გამართავს 27 ნოემბერს, დიუნკერკთან. 1 დეკემბერს კლუბი უკვე ევროპის ლიგაზე მასპინძლობს შვედურ ალინგსასს.

📺 ცხოვრებაძის გოლები ბეშიქთაშთან

კომენტარები

ბოლო ამბები