Thumbnail

'წავა არა მოსკოვში, არამედ ევროპაში' - ხვიჩა პირველი წრის სიმბოლურში

  • ხვიჩა კვარაცხელია რუსეთის ჩემპიონატის პირველი წრის სიმბოლურში მოხვდა
  • რუბინის 19 წლის ქართველი ნახევარმცველის მომავალს ევროპას უკავშირებენ 

რუსეთის 2020/21 წლების ჩემპიონატში ახლახან პირველი წრე დასრულდა და ადგილობრივი სპორტული მედიაც მისი ანალიზით დაკავდა. საიტმა sovsport.ru-მ პირველი წრის სიმბოლური ნაკრები შეადგინა და სასიხარულოა, რომ მასში ყაზანის რუბინის ქართველი ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელიაც შეიყვანა.

19 წლის ფეხბურთელი სიმბოლურ გუნდში მარცხენა ნახევარმცველის პოზიციაზეა გამწესებული. საიტი ხვიჩას შესახებ წერს: 

"ქართველი ნახევარმცველის ფენომენურ ტექნიკაზე ჯერ კიდევ მაშინ საუბრობდნენ, როდესა ის ლოკომოტივში გამოდიოდა. მაგრამ ჩემპიონატის სრულყოფილ ვარსკვლავად ხვიჩა მხოლოდ ლეონიდ სლუცკის ხელში იქცა. მისმა, ერთი შეხედვით ქაოტურმა გადაადგილებამ შეტევის მთელ ფრონტზე აზრი შეიძინა. ახლა კვარაცხელიას ხილვას თავის რიგებში ნებისმიერი ტოპკლუბი ისურვებდა, მაგრამ დიდი ალბათობით, ის ყაზანიდან არა მოსკოვში, პიტერსა თუ კრასნოდარში, არამედ ევროპაში გაემგზავრება. თუმცა, არა ახლავე - ის ჯერ 19 წლისაა".

ხვიჩას ეროვნული ნაკრების შეკრებაზე კორონავირუსი დაუდგინდა

ხვიჩა კვარაცხელიამ რუბინის ღირსება რუსეთის ჩემპიონატის 14 მატჩში დაიცვა, რომლებშიც 2-2 გოლითა და საგოლე პასით, ასევე მოპოვებული 3 პენალტით გამოირჩა. ყაზანის გუნდმა პირველი წრე 21 ქულით, სატურნირო ცხრილში მე-10 ადგილზე დაასრულა.

ნახევარმცველი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ნოემბრის მატჩებისთვის იყო გამოძახებული, მაგრამ შეკრებაზე COVID 19 გამოუვლინდა და ამის გამო გუნდს ვეღარ დაეხმარა.

კომენტარები

ბოლო ამბები