- E-H ჯგუფებში ლიგის მე-4 ტურის მატჩები გაიმართა
- ოთხიდან ორ ჯგუფში ყველაფერი გაირკვა
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მე-4 ტურის მატჩები გაიმართა. E და G ჯგუფებში ყველაფერი გადაწყდა - ორი ტურით ადრე ცნობილი გახდა, რომ პლეი ოფში ჩელსი, სევილია, ბარსელონა და იუვენტუსი ითამაშებენ.
სევილიამ რუსეთში მუნირ ელ ჰადადის გოლით მოიგო ბოლო წუთზე კრასნოდართან - 2:1, ხოლო ჩელსიმ იმავე ანგარიშით საფრანგეთში რენს მოუგო, აქაც ბოლო წუთზე გავიდა გამარჯვების გოლი, რომელიც ოლივიე ჟირუმ გაიტანა.
📺 კრასნოდარი v სევილია [მიმოხილვა]
ამ ორ კლუბს მხოლოდ ის დარჩა გასარკვევი, რომელი მათგანი დაიკავებს ჯგუფში პირველ ადგილს.
📺 რენი v ჩელსი [მიმოხილვა]
პრაქტიკულად პლეი ოფშია F ჯგუფში მოთამაშე დორტმუნდიც, რომელმაც ჰაალანდის დუბლის წყალობით ბრიუგე გაანადგურა - 3:0.
📺 დორტმუნდი v ბრიუგე [მიმოხილვა]
H ჯგუფში პარი სენ-ჟერმენმა ძალზე პრინციპული მატჩი მოუგო ლაიპციგს - 1:0. გამარჯვების გოლი პენალტიდან ნეიმარმა გაიტანა, რომელიც დაუბრუნდა პარიზელებს. ამით ტუხელის გუნდმა მდგომარეობა გამოიკეთა.
📺 პსჟ v ლაიპციგი [მიმოხილვა]
დუბლი შეასრულა პორტუგალიელმა ფერნანდეშმაც, ხოლო მანჩესტერ იუნაიტედმა ბაშაქშეჰირი 4:1 გაანადგურა. სულშერის გუნდი 9 ქულით ლიდერობს.
📺 მანჩესტერ იუნაიტედი v ბაშაქშეჰირი [მიმოხილვა]
E ჯგუფი
კრასნოდარი 1:2 სევილია
გოლები: 0:1 რაკიტიჩი (4). 1:1 ვანდერსონი (56), 1:2 ელ ჰადადი (90+5)
სევილია (4-3-2-1): ვაცლიკი - კუნდე, გუდელი, დიეგო კარლოსი, ესკუდერო (61. რეკიკი) - ოსკარ როდრიგესი (53. ჟორდანი), ფერნანდო, რაკიტიჩი (61. ო. ტორესი) - ოკამპოსი (72. იდრისი), ელ ჰადადი - ლ. დე იონგი (72. ენ-ნესირი)
რენი 1:2 ჩელსი
გოლები: 0:1 ჰადსონ-ოდოი (22), 1:1 გირასი (85), 1:2 ჟირუ (90+1)
ჩელსი (4-2-3-1): მენდი - ასპილიკუეტა, ზუმა, ტიაგო სილვა, ჩილველი - ჟორჟინიო, კოვაჩიჩი (76. ჰავერტცი) - ჰადსონ-ოდოი (75. ზიეში), მაუნტი (68. კანტე), ვერნერი (90+2. ჯეიმსი) - აბრაჰამი (69. ჟირუ)
1. ჩელსი - 10 ქულა, 2. სევილია - 10, 3. კრასნოდარი - 1, 4. რენი - 1.
F ჯგუფი
დორტმუნდი 3:0 ბრიუგე
გოლები: 1:0 ჰაალანდი (18), 2:0 სანჩო (45), 3:0 ჰაალანდი (60)
დორტმუნდი (4-2-3-1): ბიურკი - მონიე (73. მორეი), აკანჯი, ჰუმელსი, გერეირო (80. პასლაკი) - ბელინგემი, დელეინი (72. ჯანი) - სანჩო, ტ. აზარი, რეინა (81. ბრანდტი) - ჰაალანდი (81. როისი)
ლაციო 3:1 ზენიტი
გოლები: 1:0 იმობილე (3), 2:0 პაროლო (22), 2:1 ძიუბა (25), 3:1 იმობილე (55-პენალტი)
1. დორტმუნდი - 9, 2. ლაციო - 8, 3. ბრიუგე - 4, 4. ზენიტი - 1.
H ჯგუფი
მანჩესტერ იუნაიტედი 4:1 ბაშაქშეჰირი
გოლები: 1:0 ფერნანდეში (7), 2:0 ფერნანდეში (19), 3:0 რაშფორდი (35-პენ), 3:1 ტურუკი (75), 4:1 ჯეიმსი (90+2)
მანჩესტერ იუნაიტედი (4-2-3-1): დე ხეა - ვან-ბისაკა (59. უილიამსი), ლინდელიოფი (46. ტუანზებე), მაგუაირი, ტელესი - ფრედი, ვან დე ბეეკი - მარსიალი (82. მატიჩი), ფერნანდეში (59. გრინვუდი), რაშფორდი (59. ჯეიმსი) - კავანი
პსჟ 1:0 ლაიპციგი
გოლი: 1:0 ნეიმარი (11-პენალტი)
პსჟ (4-3-3): ნავასი - ფლორენცი, დიალო, მარკინიოსი, ბაკერი - ანდერ ერერა (83. ვერატი), პერეირა, პარედესი - დი მარია (64. რაფინია), ნეიმარი (90. სარაბია), მბაპე (90. კინი)
1. მანჩესტერ იუნატედი - 9, 2. პსჟ -6, 3. ლაიპციგი - 6, 4. ბაშაქშეჰირი - 3.
კომენტარები