Thumbnail

'ის ჩემი კაპიტანი და ლიდერი იყო' - ზინედინ ზიდანი ანტონიო კონტეზე

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურის ცენტრალური შეხვედრა მილანის ინტერსა და მადრიდის რეალს შორის გაიმართება. ესპანური გრანდის მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა განაცხადა, რომ ეს თამაში ფინალის მსგავსია და მის გუნდს გაუჭირდება, მაგრამ ყველაფრისთვის მზად არიან.

"ვიცით რამდენად მნიშვნელოვანია ეს თამაში და ამისთვის მზად ვართ. ყველას ესმის გუნდისთვის სერხიო რამოსის მნიშვნელობა, მაგრამ არ შეგვიძლია მისი არყოფნის გამო უბრალოდ გავჩერდეთ. ხვალინდელი მატჩი ფინალია. მეტოქე სირთულეებს შეგვიქმნის, მაგრამ თამაშს სწორად უნდა მივუდგეთ. ფეხბურთი ასეთია, ზოგჯერ ასეთი მატჩების ჩატარება გვიწევს. კონტე ჩემი კაპიტანი და ლიდერი იყო მოედანზე. ჩვენ ყოველთვის კარგი ურთიერთობა გვქონდა და დღემდე ასეა", - თქვა ზიდანმა.

შეგახსენებთ, რომ 3 ტურის შემდეგ მადრიდის რეალს 4 ქულა აქვს მოპოვებული, ინტერმა კი მხოლოდ 2 ქულა დააგროვა. ამ გუნდების მადრიდული დაპირისპირება ესპანელებმა დაძაბულ ბრძოლაში, 3:2 მოიგეს. ჯგუფს 5 ქულით გერმანული გლადბახი ლიდერობს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები