Thumbnail

'საკონდიტროს მზარეულივით თამაშობს' - ვან ბასტენმა მესი გააკრიტიკა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • მარკო ვან ბასტენმა ლიონელ მესის შესახებ ილაპარაკა
  • ნიდერლანდელი ლეგენდა მესის ვერ ცნობს

მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ მარკო ვან ბასტენმა ლიონელ მესის შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ არგენტინელი მიმდინარე სეზონში არ არის ის ფეხბურთელი, რომელსაც ვიცნობთ. ვეტერანმა ნიდერლანდელის აზრით, მესი საკონდიტროს მზარეულივით თამაშობს.

"არ მომწონს მისი თამაშის ხარისხი, ფაქტია ცუდად თამაშობს. ის და გრიზმანი საკონდიტროს მზარეულებივით თამაშობენ. აშკარაა, რომ ცარიელი ტრიბუნებიც მასზე გავლენას ახდენს. ის არ არის კმაყოფილი შექმნილი ვითარებით, გრიზმანთანაც პრობლემები აქვს. ეს არ არის ის ადამიანი, რომელსაც ვიცნობთ", - თქვა ვან ბასტენმა Ziggo Sport-თან საუბარში.

შეგახსნებთ, რომ მიმდინარე სეზონში ლიონელ მესიმ ლა ლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზე 11 მატჩი ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა, მაგრამ ხუთჯერ მეტოქის კარი თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან აიღო.

კომენტარები

ბოლო ამბები