Thumbnail

ანდრეა პირლო: რონალდოს ისევე ვექცევი, როგორც ფრაბოტას და პორტანოვას

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • იუვენტუსის თავკაცი ამტკიცებს, რომ ფეხბურთელებს სტატუსით არ არჩევს
  • როგორი ურთიერთობა აქვთ 41 წლის სპეციალისტსა და 35 წლის ფორვარდს 

ტურინის იუვენტუსის მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ გუნდის მთავარ ვარსკვლავთან, კრიშტიანო რონალდოსთან ურთიერთობაზე ისაუბრა. 41 წლის სპეციალისტი ირწმუნება, რომ პორტუგალიელის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება არ აქვს და მას ისევე ეპყრობა, როგორც გუნდის სხვა ნებისმიერ ფეხბურთელს.

"მას ისევე ვეპყრობი, როგორც სხვა მოთამაშეებს. ჩვენ უბრალო, თავმდაბალი ადამიანები ვართ და ერთმანეთთან ურთიერთობა არ გვიჭირს. დამოკიდებულება რონალდოს მიმართ, რომელიც ჩემპიონია, ისეთივე მაქვს, როგორიც ახალგაზრდული გუნდიდან გადმოსული ჯანლუკა ფრაბოტას ან მანოლო პორტანოვას მიმართ. ასეთი ვარ და ასეთი ვიყავი მაშინაც, როდესაც ფეხბურთს ვთამაშობდი. ჩემთან დალაპარაკება ყველას შეუძლია როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა", - ამბობს ანდრეა პირლო. 

მანამდე დაიწერა, რომ სპეციალისტს ბრწყინვალე ურთიერთობა ჩამოუყალიბდა რონალდოსთან და ამის წყალობით, პორტუგალიელმა გადაიფიქრა იუვენტუსიდან წასვლა კონტრაქტის ვადის ამოწარვამდე, რომელიც 2022 წლამდეა გათვლილი. მიმდინარე სეზონში 35 წლის ფორვარდმა იუვენტუსის ღირსება 6 მატჩში დაიცვა და 8 გოლითა და 1 საგოლე პასით გამორიჩა. 

ანდრეა და კრიშტიანო ერთმანეთს კარგად უგებენ

ანდრეა პირლომ ტურინის იუვენტუსი სეზონის სტარტის წინ ჩაიბარა. ამ დროისთვის გუნდი იტალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზეა, 16 ქულით. ამავდროულად, ტურინელები ჩემპიონთა ლიგის G ჯგუფშიც გამოდიან, სადაც 6 ქულით მეორე ადგილს იკავებენ და მომდევნო მატჩს 24 ნოემბერს, შინ უნგრულ ფერენცვაროშთან (1) ჩაატარებენ, რომლის ღირსებას ლაშა დვალი იცავს.

კომენტარები

ბოლო ამბები