Thumbnail

ქართველი ჯინი მოსკოვში - ყვითელაშვილის საჩვენებელი გამოსვლა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ქართველმა მოციგურავემ პუბლიკა კიდევ ერთხელ მოხიბლა
  • ის ყინულზე რუსების ამომავალ ვარსკვლავთან ერთად გავიდა

25 წლის ქართველმა მოციგურავე მორის ყვითელაშვილმა ნამდვილი ფურორი მოახდინა რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში გამართულ გრან პრის ეტაპზე, სადაც ვაჟთა კატეგორიაში 12 მონაწილე გავიდა.

ყვითელაშვილმა ვერცხლის მედალი დაისაკუთრა და ტურნირის საზეიმო დახურვაზე საჩვენებელი გამოსვლის უფლებაც ერგო, რითაც პუბლიკა კიდევ ერთხელ მოხიბლა.

მორისი ყინულზე რუსების ამომავალ ვარსკვლავ კამილა ვალიევასთან ერთად გავიდა, რომელიც მხოლოდ 14 წლისაა, თუმცა, უკვე გახლავთ იუნიორთა მსოფლიოს ჩემპიონატისა და გრან პრის ფინალის გამარჯვებული. ყვითელაშვილმა და ვალიევამ საჩვენებელი გამოსვლა “ალადინის” ცნობილ კომპოზიციაზე (Friend Like Me) შეასრულეს, სადაც ქართველ სპორტსმენს ჯინის როლი ერგო. ამ ნომერმა მაყურებლების დიდი მოწონება დაიმსახურა.

როგორც აღვნიშნეთ, ყვითელაშვილისთვის ახალი სეზონი ძალიან წარმატებულად დაიწყო. მორისმა ISU GP Rostelecom Cup 2020-ს მოკლე პროგრამა 99.56 ქულით მოიგო და პირად რეკორდს 9.62 ქულით გადააჭარბა, თავისუფალ პროგრამაში აღებული 176.24 ქულა კი, ქართველის საუკეთესო შედეგზე 12.3 ქულით მეტია. საერთო ჯამში, ყვითელაშვილმა პირადი რეკორდი 27.22 ქულით გააუმჯობესა, რაც ნამდვილად იმედისმომცემი მაჩვენებელია.

კომენტარები

ბოლო ამბები