Thumbnail
  • კრაკოვიასთან მატჩში ვაკო გვილია ტრავმის გამო გამოცვალეს
  • ლეგიას თავკაცის პირველი კომენტარი

პოლონეთის ექსტრაკლასას მე-10 ტურში ვაკო გვილიას ლეგიამ სტუმრად კრაკოვია 1:0 დაამარცხა და 22 ქულით ჩემპიონატში ერთპიროვნულად გალიდერდა.

ვაკო გვილია მატჩის ძირითადში იყო ის 64-ე წუთზე ტრავმის გამო შეცვალეს. ლეგიას თავკაცმა ჩესლავ მიხნევიჩმა მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ქართველ ლეგიონერს ბარძაყის კუნთის პრობლემა აქვს. დღეს ლეგიამ ვარჯიში განაახლა, მაგრამ ვაკო გუნდთან ერთად არ ყოფილა. 

შეგახსენებთ, რომ 26 წლის გვილიამ ამ სეზონში ექსტრაკლასაში 9 მატჩში ითამაშა და 1 საგოლე პასი მიითვალა. ერთი ასისტით მან თავი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზეც გამოიჩინა ლინფილდის წინააღმდეგ. 

კომენტარები

ბოლო ამბები