Thumbnail
  • 📅 24 ნოემბერი | ⌚ 23:59 | ⚽ პარი სენ-ჟერმენი V ლაიპციგი
  • ამ მატჩმა შესაძლოა პლეი ოფის საგზურის ბედი გადაწყვიტოს  
  • ყველაფერი, რაც ამ მატჩის წინ უნდა ვიცოდეთ
  • საინტერესო სტატისტიკური ფაქტები ბევრ მინიშნებას მოგცემთ

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურის ერთ-ერთი საინტერესო შეხვედრა “პარკ დე პრენსზე” ჩატარდება, სადაც პარი სენ-ჟერმენი ლაიპციგს მიიღებს. ეს შეხვედრა შეიძლება განვიხილოთ, როგორც H ჯგუფიდან პლეი ოფში გასასვლელი მატჩი. თუკი, რა თქმა უნდა, მანჩესტერ იუნაიტედს მეორედაც არ დაუცდება ბაშაკშეჰირთან ფეხი. და თუკი სულშერის გუნდს ⅛-ფინალისტად წინასწარ მოვიაზრებთ, მეორე გამსვლელი ადგილისთვის მთავარ ბრძოლას სწორედ ლაიპციგი-პსჟ-ის დუელში უნდა ველოდოთ.

ეს გუნდები წელს უკვე მესამედ ხვდებიან.შეგახსენებთ, რომ პსჟ და ლაიპციგი ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის წინა გათამაშების ½-ფინალშიც შეხვდნენ და მაშინ ბრძოლა არ შედგა: ფრანგებმა კლასით დამაჯერებლად სძლიეს მეტოქეს (3:0), თუმცა იულიან  ნაგელსმანის შეგირდებმა რევანშის აღება უკვე მიმდინარე სეზონში, ტურნირს ჯგუფურ ეტაპზე მოახერხეს, როდესაც საკუთარ მოედანზე ანგარიშით 2:1 იმარჯვეს. იმ თამაშში პარიზელებმა სულაც 9 კაცით დაასრულეს თამაში - არბიტრმა მოედნიდან პრესნელ კიმპემბე და იდრისა გუიე გააძევა, რომლებიც მომავალ მატჩს გამოტოვებენ.

პსჟ

თომას ტუხელის გუნდმა H ჯგუფში სამიდან ორი შეხვედრა დათმო და პლეი ოფის ზონის მიღმაა. წინა გათამაშების ფინალისტმა, საერთოდაც, ტურნირში ბოლო ოთხი მატჩდან სამი წააგო და 2017 წლიდან მოყოლებული, ეს გუნდისთვის ყველაზე ცუდი პერიოდია.

ერთი სიტყვით, ლაიპციგთან მომავალი მატჩი პსჟ-ისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და თუკი მოგებას ვერ შეძლებენ, ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფზე ოცნებას პრაქტიკულად დაასრულებენ. ხოლო რაოდენ მნიშვნელოვანია ევროსარბიელზე წარმატებულად ასპარეზობა ტუხელის გუნდისთვის, რომლის ამბიციებს საფრანგეთის პირველობა კარგა ხანია ვეღარ აკმაყოფილებს, ყველასთვის ნათელია. ლიგა 1-ის ბოლო ტურში სტუმრად მონაკოსთან წაგებაც (2:3), პარიზელებისთვის მხოლოდ დამატებით გამაღიზიანებლად შეიძლება განვიხილოთ. 

პარიზელებისთვის კარგი ის არის, რომ გუნდს ბრაზილიელეი ვარსკვლავი ნეიმარი დაუბრუნდა, რომელმაც ტრავმა ჯერ კიდევ ბაშაკშეჰირთან მატჩში მიიღო. გამოჯაბმრთელებულმა ნეიმარმა ლიგა 1-ში უკვე ითამაშა - მონაკოსთან, ნახევარი საათით, ლაიპციგთან კი ტუხელი უკვე სასტარტო შემადგენლობაში დააყენებს. 

პარიზელები ლაიპციგისთვის ნეიმართან ერთად ემზადებიან

ლაიპციგი

იულიან ნაგელსმანის შეგირდები ჯგუფში მეორე პოზიციაზე არიან და პარიზში ფრე, სატურნირო თვალსაზრისით, მათთვის ურიგო შედეგი არ უნდა იყოს. 

პსჟ-ის მსგავსად, გერმანულმა კლუბმაც ვერ მოახერხა შიდა ჩემპიონატის ბოლო ტურში მოგება - ფრე აინტრახთან (1:1). ლაიპციგი სულაც აგებდა და გუნდს ქულა შეცვლაზე შესულმა იუსუფ პოულსენმა გადაურჩინა. 

სხვა მხრივ კი, ლაიპციგი კარგად გამოიყურება როგორც ჩემპიონთა ლიგაში, ისე - ბუნდესლიგაში, სადაც ოთხეულშია და ლიდერ ბაიერნს სულ 2 ქულით ჩამორჩება. რა თქმა უნდა, გერმანული გუნდის მიზანი არამხოლოდ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფიდან გასვლა, არამედ ნახევარფინალში კიდევ ერთხელ გაღწევაა, რის შემდეგაც კი ოცნება უკვე წინა სეზონის მიღწევის გაუმჯობესებაზეც შეიძლება.

ლაიპციგი-პსჟ-ის მატჩში გადამწყვეტი ემილ ფორსბერგის ზუსტი პენალტი აღმოჩნდა

საინტერესო ფაქტები 

⚽ პარიზელებმა ჩემპიონთა ლიგაში ბოლო 8 შეხვედრიდან 7-ში 2 გოლზე მეტი ვერ გაიტანეს.  

⚽ პსჟ ჩემპიონთა ლიგის ბოლო 7 საშინაო მატჩიდან 6-ში გატანას პირველ ტაიმშივე ახერხებდა. 

⚽ ლიგაში პარი სენ-ჟერმენის ბოლო 9 საშინაო მატჩში პირველ ტაიმში ფრე არცერთხელ დაფიქსირდა.

⚽ ამ ტურნირში პარიზელთა ბოლო 16 საშინაო შეხვედრიდან 14-ში სულ ცოტა 3 გოლი გავიდა

⚽ ტუხელის გუნდი ჩემპიონთა ლიგის ბოლო 8 საშინაო მატჩიდან 6-ში 6 კუთხურზე მეტს არ აწვდიდა.

⚽ ყველა ტურნირში პსჟ-ისა და ლაიპციგის ბოლო სამ დაპირისპირებაში 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა.

⚽ ჩემპიონთა ლიგაში ლაიპციგის ბოლო 6 შეხვედრიდან 5-ში 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა. 

⚽ ლაიპციგი ჩემპიონთა ლიგაში გამართულ ბოლო 11 მატჩიდან 8-ში სულ ცოტა 2 გოლს იტანდა.

⚽ ამ ტურნირში ლაიპციგის ბოლო 6 მატჩდან 4-ში პირველ ტაიმში 1-ზე მეტი გოლი გადიოდა. 

⚽ ლიგაში ლაიპციგის სტუმრად გამართული ბოლო 8 მატჩიდან 6-ში პირველ ტაიმში ფრე არ დაფიქსირდა.

სავარაუდო შემადგენლობები

პსჟ (4-3-3): ნავასი - ფლორენცი, პერეირა, დიალო, კურზავა - ალკანტარა, მარკინიოსი, პარედესი - დი მარია, მბაპე, ნეიმარი.
ტრავმა: კერერი, იკარდი, ბერნატი, დრაქსლერი. 
დისკვალიფიკაცია: კიმპემბე, გუიე.
საეჭვო: ერერა, ვერატი.

ლაიპციგი (3-5-2): გულაჩი - კონატე, უპამეკანო, ორბანი - მუკიელე, ნკუნკუ, პაბიტცერი, აიდარა, ანხელინიო - ოლმო, ფორსბერგი.
ტრავმა: ლაიმერი, კლოსტერმანი, ჰვანი.
საეჭვო: ჰალსტენბერგი.  

კომენტარები

ბოლო ამბები