Thumbnail
  • ინდიანამ ორ თავისუფალ აგენტს კონტრაქტი გაუფორმა და ერთი ტრეიდი განახორციელა
  • როგორ იმოქმედებს ეს ცვლილებები გოგა ბითაძეზე

NBA-ს სეზონი ახლოვდება და, როგორც სხვა გუნდები, თავისუფალი აგენტების ბაზარზე გოგა ბითაძის ინდიანა პეისერსი გააქტიურდა. 

ინდიანამ კონტრაქტი გაუფორმა თავისუფალ აგენტ ამიდა ბრიმას. ბრიმა 2017 წლიდან მოყოლებული NBA-ს ირგვლივ ტრიალებს, თუმცა ჯერ ვერ შეძლო ასოციაციაში თამაში. ინდიანამ გასული სეზონის წინ მას Exhibit 10 კონტრაქტი გაუფორმა მას, მაგრამ სეზონის დაწყების წინ გუნდიდან გაუშვა. ბრიმა 2013 სმ. სიმაღლის ცენტრია. 

ინდიანა ისე შეელია პირველ წრეში არჩეულ ტი ჯეი ლიფს, რომ მასში თითქმის არაფერი მიიღო

დიდი ალბათობით, ბრიმას გუნდი G ლიგაში გაუშვებს და თუ საჭირო გახდება, მაილს ტერნერისა და გოგა ბითაძის შემცვლელად გამოიყენებს. ამ ლიგაში ბრიმა საშუალოდ 7.8 მოხსნასა და 2.8 დაფარებას აკეთებდა. 

ინდიანამ თავისუფალ აგენტ ჯაკარ სემპსონს ახალი კონტრაქტი გაუფორმა, რომელიც 2020/21 წლების სეზონში გარანტირებულია. სემპსონი გასულ სეზონში ინდიანას გამოადგა, როცა გოგა ბითაძე ტრავმირებული იყო, ის შეცვლაზე ცენტრის პოზიციაზე თამაშობდა. 

ამის შემდეგ ტრეიდის ჯერიც დადგა - ინდიანა იძულებული იყო ეს გაეკეთებინა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, დაჯარიმდებოდა. სემპსონის გაფორმებამდე ხელფასის ჭერს გუნდში მხოლოდ $38 000 აკლდა. ამიტომაც გუნდმა გადაწყვიტა ტი ჯეი ლიფის გაშვება. მას ახალ სეზონში 4.3 მილიონი დოლარი უნდა მიეღო - ფორვარდი ოკლაჰომაში წავიდა, ამ გუნდს გადაეცა ინდიანას უფლებაც დრაფტის მეორე წრის კალათბურთელზე. სანაცვლოდ გუნდმა მცველი ჯეილენ ლეკიუ მიიღო, რომელიც შესაძლოა, გაუშვას.

ასე რომ, ინდიანას ამ წუთისთვის განაცხადში ამ სეზონისთვის 14 მოთამაშე ჰყავს დაბევებული, რომელთაც უნდა დავუმატოთ ამიდა ბრიმა, მძიმე ფორვარდი რეიშონ ჰემონდსი და დრაფტის მეორე წრეში აყვანილი კასიუს სტენლი. 

როგორ იმოქმედებს ეს ცვლილებები ბითაძეზე

კიდევ ერთი ცენტრის აყვანა (თუნდაც არასრული კონტრაქტით) და ის ფაქტი, რომ სემპსონის გამო, გუნდი შეელია დრაფტის პირველ წრეში არჩეულ ტი ჯეი ლიფს, იმაზე მიუთითებს, რომ გუნდი თავს იზღვევს სათადარიგო ცენტრის პოზიციაზე და ბოლომდე გოგას იმედზე ვერ რჩება. შესაძლოა, ეს იმით არის განპირობებული, რომ ბითაძეს ჯერ ბოლომდე არ მოურჩენია მუხლი. ერთი ცხადია, სეზონის დასაწყისში ბითაძეს ალბათ არ მოემატება სათამაშო წუთები, რომლის იმედიც მას მერე გვქონდა, რაც გუნდი ახალმა მწვრთნელმა ჩაიბარა. 

ჯაკარ სემპსონი ინდიანაში დარჩა

ტი ჯეი ლიფი ინდიანამ 2017 წლის მე-18 ნომრად აიყვანა, ზუსტად 2 წლის შემდეგ იმავე ნომრად პეისერსმა დრაფტზე გოგა შეარჩია. გამოდის, რომ ქართველ ცენტრს თავის გამოსაჩენად დაახლოებით 2 სეზონი აქვს. 

შეგახსენებთ, რომ გოგა ბითაძემ მისთვის პირველ სეზონში საშუალოდ 3.2 ქულა და 2.0 მოხსნა მოუტანა ინდიანა პეისერსს. კონტრაქტის თანახმად, ის 2020/21 წლების სეზონში $2 957 520-ს მიიღებს. ეს თანხმა მომდევნო ორ სეზონში კიდევ უფრო გაიზრდება, მაგრამ 2021 წლის ზაფხულში ინდიანას აქვს უფლება, აღარ გაუგრძელოს ხელშეკრულება 21 წლის ქართველ ცენტრს. 

კომენტარები

ბოლო ამბები