Thumbnail

მესი ბარსელონას განაცხადში არ არის! კუმანმა გადაწყვეტილება ახსნა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ბარსელონა კიევში მესის და დე იონგის გარეშე მიდის
  • მედიამ კონფლიქტი ივარაუდა, კუმანმა კომენტარი გააკეთა

ბარსელონა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურის მატჩს კიევში ადგილობრივ დინამოსთან ლიონელ მესის გარეშე ჩაატარებს! კატალონიური გრანდის მთავარმა მწვრთნელმა არგენტინელი მატჩის განაცხადში არ შეიყვანა.

მესი არც დისკვალიფიცირებულია და არც მისი ტრავმის შესახებ გავრცელებულა ინფორმაცია. შესაბამისად, მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ ლეო კიევში არ მიდის, ესპანურმა მედიამ კუმანსა და მესის შორის კონფლიქტი ივარაუდა. მესისთან ერთად, განაცხადში არ არის ფრენკი დე იონგიც.

თვითონ კუმანმა ასეთი განმარტება გააკეთა: “მათ მცირე ტრავმები აქვთ, ჩვენ კი ჯგუფში 9 ქულით ვლიდერობთ, კომფორტულ სიტუაციაში ვართ. დროა, რომ ცოტა დაისვენონ.”

მესის და დე იონგის გარდა, ბარსელონას კიევის დინამოსთან არც ჟერარდ პიკე ეყოლება, რომელმაც ატლეტიკოსთან ტრავმა მიიღო. დაშავებულები არიან ბუსკეტსი, ანსუ ფატი და სერხი რობერტოც. რაკი უმტიტიც ტრავმირებულია, დიდი შანსია, ლენგლეს გვერდით დაცვის ცენტრში ახალგაზრდა ოსკარ მინგესამ ითამაშოს, რომელიც კუმანმა B გუნდიდან გამოიძახა.

3 ტურის შემდეგ, G ჯგუფს ბარსელონა 9 ქულით ლიდერობს. მეორე ადგილზე ტურინის იუვენტუსია 6 ქულით, რომელიც სამშაბათს ფერენცვაროშს მასპინძლობს. ამ უკანასკნელს და დინამოს 1-1 ქულა აქვთ.

კომენტარები

ბოლო ამბები