Thumbnail

თემურ ქეცბაია კვიპროსში ოქტომბრის თვის საუკეთესო მწვრთნელია

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • თემურ ქეცბაია კვიპროსში გამოარჩიეს
  • ანორთოსისი კვიპროსის ჩემპიონატის თანალიდერია

ფაგუსტას ანორთოსისის მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია კვიპროსის ჩემპიონატის ოქტომბრის თვის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა. Winmasters-ის გამოკითხვაში ქართველმა სპეციალისტმა 42 ქულა მიიღო და კონკურენტებს დიდი უპირატესობით აჯობა.

ქეცბაიას კვიპროსის ჩემპიონატის 13 მწვრთნელიდან 12-მა მისცა ხმა. მე-2 ადგილზე იანის პეტრაკისი გავიდა 22 ქულით, ხოლო მეორე პოზიციაზე დუშან კერკეზი აღმოჩნდა (20 ქულა).

ოქტომბერში ანორთოსისმა 4 თამაში ჩაატარა და ოთხივე მოიგო - ოლიმპიაკოსთან, ნეა სალამინასთან, აპოელ-სა და ეთნიკოსთან.

ბოლო ტურში ქეცბაის გუნდი აელ-ს დაუპირისპირდა და ანგარიშით 0:1 დამარცხდა. ფამაგუსტელები კვიპროსის ჩემპიონატში 11 ტურის თავზე 23 ქულით აპოლონთან ერთად ლიდერობას იყოფენ. თუმცა, კონკურენტთან შედარებით, თამაშით მეტი აქვს ჩატარებული.

კომენტარები

ბოლო ამბები