- სამხრეთ აფრიკის ნაკრების ყოფილი მცველი ავტოავარიაში დაიღუპა
- ანელე ნგკონგკა თორნიკესთან ერთად ბელგიური გენკში თამაშობდა
ბელგიურ გენკში თორნიკე ოქრიაშვილის ყოფილი თანაგუნდელი ანელე ნგკონგკა, რომელთანაც ქართველ ფეხბურთელს თავის დროზე კონფლიქტი მოუხდა, ავტოკატასტროფაში დაიღუპა.

უბედური შემთხვევა 33 წლის სამხრეთაფრიკელი მცველის სამშობლოში, პროვინცია კვაზულუ-ნატანში მოხდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, შეჯახების შედეგად ანელე ავტომობილიდან გადავარდა და მიღებული დაზიანებებისგან გარდაიცვალა. კრიტიკულ მდგომარეობაშია მანქანაში მასთან ერთად მყოფი გოგონა, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ანელე ნგკონგკა სამხრეთ აფრიკის ეროვნული ნაკრების ღირსებას 2009-16 წლებში იცავდა და მისი მაისურით 53 მატჩი აქვს ჩატარებული. მცველი გენკის გარდა, ფრანგულ ტრუასა და მშობლიურ კლუბებში: ვესტერნ პროვინსსა და სანდაუნსში გამოდიოდა.

ანელესა და თორნიკეს კონფლიქტი ბელგიურ გენკში ერთად თამაშის პერიოდში მოუვიდათ. ოქრიაშვილმა ნგკონგკას შეუარცხყოფა არ აპატია და ფიზიკურად გაუსწორდა. მოგვიანებით, კლუბმა მომხდარის გამო ორივე ფეხბურთელი დასაჯა, ნაჩხუბარი თანაგუნდელები კი შერიგდნენ.
კომენტარები