Thumbnail

ახდენილი ოცნება - ლიდსის კაპიტანი მოედანზე პლანშეტით გავიდა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • უცნაური ფაქტი ლიდსისა და არსენალის შეხვედრის წინ
  • ლიამ კუპერი 13 წლის ფანს ოცნების ახდენაში დაეხმარა 

ინგლისის პრემიერლიგის მე-9 ტურის მატჩის წინ, რომელშიც ლიდს იუნაიტედი ლონდონის არსენალს მასპინძლობდა, უცნაური ფაქტი მოხდა - მასპინძელი გუნდის კაპიტანი ლიამ კუპერი მოედანზე ხელში პლანშეტით გავიდა.

29 წლის შოტლანტიელი ფეხბურთელი პლანშეტით უცნობს ჯერ კიდევ მოედანზე გასასვლელ გვირაბში ესაუბრებოდა და ცდილობდა, ეჩვენებინა მისთვის, რა ხდებოდა ირგვლივ. 
 
როგორც ირკვევა, ლიამ კუპერი პლანშეტით ლიდსის 13 წლის ფანს, ელიოტ მეტკალფს ელაპარაკებოდა, რომელიც სიმსივნით არის დაავადებული. ელიოტს ოცნებად ჰქონდა, ყოფილიყო საყვარელი კლუბის თილისმა და კუპერისა და ერთ-ერთი საქველმოქმედო ფონდის წყალობით, ეს ოცნება, მართალია ვირტუალურად, მაგრამ მაინც აიხდინა.

მარსელო ბიელსას გუნდმა კაცნაკლულ არსენალთან მატჩში ქულა მოიპოვა - 0:0. ახლა ლიდსს 11 ქულა აქვს და პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში მე-14 ადგილზეა. 

კომენტარები

ბოლო ამბები