Thumbnail

ფახთაქორს შოთა არველაძის გაშვება არ სურს - მოლაპარაკება ახალ კონტრაქტზე

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • 47 წლის მწვრთნელს უზბეკურ კლუბთან კონტრაქტი წლის ბოლოს ეწურება
  • ფახთაქორს ქართველ სპეციალისტთან თანამშრომლობის გაგრძელება სურს
  • შოთას მიწვევით თურქეთსა და საქართველოშიც ინტერესდებიან

შოთა არველაძე, რომელსაც ტაშკენტის ფახთაქორთან კონტრაქტი წლის ბოლოს ეწურება, როგორც ჩანს, უზბეკეთში კიდევ დიდი ხნით დარჩება. ასეთ ვარაუდს ადგილობრივი სპორტული მედია გამოთქვამს, რომლის ცნობით, ტაშკენტის კლუბი 47 წლის ქართველ სპეციალისტთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე თათბირობს და შეთანხმებას პრაქტიკულად მიაღწია. 

ქართული ლეგიონი ტაშკენტის ფახთაქორში წარმატებით მუშაობს

შოთა არველაძემ ტაშკენტის ფახთაქორი 2017 წლის ზაფხულში ჩაიბარა. კლუბში მასთან ერთად არჩილ არველაძე და გოჩა ტყებუჩავაც დასაქმდნენ. 2019 წელს მხარეებმა კონტრაქტი 2020 წლის ბოლომდე გაახანაგრძლივეს. შოთას ხელმძღვანელობით გუნდმა შარშან უზბეკეთის ჩემპიონობასთან ერთად, ქვეყნის თასი და ლიგის თასიც მოიგო, წელს კი ჩემპიონის ტიტული სუპერლიგის დასრულებამდე სამი ტურით ადრე გაინაღდა.

ცოტა წინ თურქული მედია წერდა, რომ შოთას მიწვევით ტრაბზონსპორიც ინტერესდება, რომელმაც ქართველ სპეციალისტს ოფიციალური წინადადებითაც მიმართა. ამას გარდა, საქართველოს ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან ვლადიმირ ვაისის წასვლის შემდეგ, საფეხბურთო წრეებსა და მედიაში ერთ-ერთ კანდიდატად არველაძეც დასახელდა, თუმცა თავად სპეციალისტმა ხუმრობით აღნიშნა, რომ საქართველოს ნაკრების გაწვრთნას ქვეყნის პრემიერ-მინისტრობა ურჩევნია.

61 მატჩში გატანილი 26 გოლით შოთა საქართველოს ნაკრების საუკეთესო ბომბარდირია

საქართველოს ნაკრების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირმა სამწვრთნელო საქმიანობა 2008 წელს, აზ ალკმაარში, ლუი ვან გაალის თანაშემწედ დაიწყო, შემდეგ კი უკვე მთავარ მწვრთნელად თურქეთში იმუშავა - კაისერისპორში, კასიმფაშასა და ტრაბზონსპორში, ასევე - თელ-ავივის მაქაბიში. 

კომენტარები

ბოლო ამბები