Thumbnail

ATP FINALS | დანიილ მედვედევის ტრიუმფი ლონდონში - მან ფინალში ტიმს აჯობა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • მედვედევი 4:6, 7:6 (7:2), 6:4 ტიმი
  • რუსმა ჩოგბურთელმა ბოლო 4 დღეში მსოფლიო რეიტინგის სამი ლიდერი დაამარცხა

ATP Finals-ის ჩემპიონი დანიილ მედვედევი გახდა. რუსმა ჩოგბურთელმა ფინალურ შეხვედრაში ავსტრიელი დომინიკ ტიმი მძიმე ბრძოლაში, სამ სეტში 4:6, 7:6 (7:2), 6:4 დაამარცხა და კარიერაში პირველად მოიგო აღნიშნული ტურნირი.

თამაში მთლიანობაში თანაბარ ბრძოლაში და გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. პირველ სეტში ტიმმა მეტოქე ერთხელ დააბრეიკა, რაც სეტის მოსაგებად სრულიად საკმარისი გამოდგა. მე-2 სეტი კი მატჩის კულმინაცია იყო, მედვედევს უკან დასახევი გზა მოჭრილი ჰქონდა, ხოლო ავსტრიელს სურდა თამაში იქვე დაესრულებინა. საბოლოოდ, ყველაფერი ტაიბრეიკზე გადაწყდა, სადაც რუსი გაცილებით კარგად გაისარჯა და 7:2 იმარჯვა. მესამე სეტი პირველის იდენტური გამოდგა, ოღონდ სცენარი შეტრიალდა - ამჯერად მედვედევისთვის აღმოჩნდა საკმარისი ერთი ბრეიკი და პრესტიჟული ტურნირის ჩემპიონი გახდა.

აღსანიშნავია, რომ დანიილ მედვედევი მე-2 რუსი ჩოგბურთელია, რომელმაც ATP Finals მოიგო. მანამდე იგივე 2009 წელს ნიკოლაი დავიდენკომ გააკეთა, როდესაც ტურნირი ისტორიაში პირველად ჩატარდა. ზოგადად, მედვედევს საოცარი კვირა ჰქონდა: ბოლო 4 დღეში ნოვაკ ჯოკოვიჩი, რაფა ნადალი და დომინიკ ტიმი ანუ რეიტინგის სამი მოწინავე ჩოგბურთელი დაამარცხა.

კომენტარები

ბოლო ამბები