Thumbnail

ზლატან იბრაჰიმოვიჩი შეუჩერებელია - მილანს სკუდეტოს ტემპი აქვს

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ნაპოლი 1:3 მილანი | გოლები: 0:1 იბრაჰიმოვიჩი (20), 0:2 იბრაჰიმოვიჩი (54), 1:2 მერტენსი (63), 1:3 ჰაუგე (90)
  • 39 წლის ზლატან იბრაჰიმოვიჩის შეჩერებას ვერავინ ახერხებს

სერია A-ს მე-8 ტურის გამორჩეული დაპირისპირება ნეაპოლში ნაპოლისა და მილანს შორის გაიმართა. გათამაშების ლიდერი "სან პაოლოზე" უსიამოვნო სერიის დასასრულებლად ჩავიდა - მილანს ნაპოლი სერია A-ში 2014 წლის შემდეგ (11 მატჩი) არ ჰყავდა დამარცხებული!

სტეფანო პიოლის გუნდმა მიზანს მიაღწია და 3:1 იმარჯვა, რაშიც ზლატან იბრაჰიმოვიჩის როლი ფასდაუდებელია. ლეგენდარულმა შვედმა მორიგი საოცარი პერფორმანსი შემოგვთავაზა და დუბლი შეასრულა. იბრამ პირველ ტაიმში თავით გაიტანა ეფექტური გოლი, ხოლო მე-2 ტაიმის დასაწყისში მეორედ დალაშქრა მასპინძელთა კარი. ნაპოლიმ გაბრძოლება სცადა, 63-ე წუთზე დრის მერტენსის გოლით სხვაობა შეამცირა, მაგრამ "როსონერის" უპირატესობა ხელიდან არ გაუშვა, ბოლო წუთზე იენს პეტერ ჰაუგემ ორბურთიანი სტატუს-ქვო აღადგინა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

იბრაჰიმოვიჩმა რონალდოს დუბლით უპასუხა და ბომბარდირთა დავაში პირველია

ამგვარად, მილანმა ნაპოლისთან სერია A-ს ეგიდით 11-მატჩია მოუგებელი სერია (5 ფრე, 6 წაგება) დაასრულა. გარდა ამისა, კონკრეტულად ნეაპოლში 10-წლიანი პაუზის შემდეგ მოიგო. აღსანიშნავია, რომ 2010 წელს, როდესაც "როსონერიმ" "სან პაოლოზე" 2:1 იმარჯვა, ერთი გოლი ზლატანმა გაიტანა.

მილანი სერია A-ს სატურნირო ცხრილს 20 ქულით ლიდერობს. მას შემდეგ, რაც გუნდებს გამარჯვებაზე 3 ქულა ენიჭებათ (1994/95 წლების სეზონიდან) ლომბარდიულ გრანდს 8 ტურის თავზე ერთადერთხელ ჰქონდა 20 ქულა მოპოვებული - 2003/04 წლების სეზონში და მაშინ სკუდეტოს მოგებაც მოახერხა ამასთან, ზლატან იბრაჰიმოვიჩი სერია A-ს ისტორიაში ყველაზე ხანდაზმული ფეხბურთელია, რომელმაც 8 ტურში 10 გოლი გაიტანა. შვედმა ეს 39 წლის ასაკში შეძლო. აქამდე, აღნიშნული მიღწევა სილვიო პიოლას ეკუთვნოდა, რომელმაც თავი 29 წლისამ გამოიჩინა.

ნაპოლი 1:3 მილანი

გოლები: 0:1 იბრაჰიმოვიჩი (20), 0:2 იბრაჰიმოვიჩი (54), 1:2 მერტენსი (63), 1:3 ჰაუგე (90)

კომენტარები

ბოლო ამბები