Thumbnail

ATP Finals | ჯოკოვიჩიც ნახევარფინალშია! შაბათ-კვირას მაგარი მატჩები იქნება

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ნოვაკ ჯოკოვიჩი 6:3, 7:6 (7:4) ალექსანდერ ზვერევი
  • სერბი ნახევარფინალში დომინიკ ტიმს შეხვდება

ნოვაკ ჯოკოვიჩი ATP Finals-ის ნახევარფინალშია, ალექსანდერ ზვერევმა კი ზედიზედ მესამედ ამის გაკეთება ვერ შეძლო!

სერბმა წლის შემაჯამებელი ტურნირის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში გერმანელი ორ სეტში, 6:3, 7:6 (7:4) დაამარცხა და მეორე ადგილი დაიკავა. ჯოკოვიჩი, რომელსაც ტურნირი ხუთჯერ აქვს მოგებული, ნახევარფინალში შაბათს აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულ დომინ ტიმს შეხვდება, რომელიც B ჯგუფში პირველი ადგილზე გავიდა და ამ ტურნირზე რაფაელ ნადალი ჰყავს დამარცხებული.

მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს რუსი დანიილ მედვედევი და დიდი სლემის ტურნირების 20-გზის გამარჯვებული რაფა ნადალი დაუპირისპირდებიან. ფინალი კვირას გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები