- იუსუფა მუკოკოს დებიუტი ბუნდესლიგაში შესაძლოა შაბათს შედგეს
- 16 წლის თავდამსხმელი დორტმუნდის ბორუსიას განაცხადშია
- ‘დამიჯერეთ, ის ჩემზე მაგარია’ - ჰაალანდი მუკოკოთი აღფრთოვანებულია
იუსუფა მუკოკოს შესახებ პოპსპორტმა პირველად 2019 წლის აგვისტოში დაწერა, მეორედ - 2020 წლის აგვისტოში. გერმანული სპორტული მედია კი ამ ბავშვის შესახებ გაცილებით დიდი ხანია, წერს!
დორტმუნდის ბორუსიას ვუნდერკინდი გოლეადორი 16 წლის დღეს, 20 ნოემბერს გახდა, ბუნდესლიგაში თამაში შეუძლია და ‘ბილდისა’ და Sport1-ის ინფორმაციით, შაბათს, ბერლინის ჰერტასთან მატჩში BVB-ს განაცხადში იქნება! დორტმუნდელთა მთავარმა მწვრთნელმა ლუსიენ ფავრმა მუკოკო ბერლინში წაიყვანა.

“მედიაში იუსუფას შესახებ ზედმეტად ბევრი იწერება. ვფიქრობ, ეს ნამეტანია და არ მომწონს. ეს ბიჭი ახლა გახდა 16 წლის. რა თქმა უნდა, გუნდის მომავლის უმნიშვნელოვანესი ნაწილია,” - განაცხადა დორტმუნდის სპორტულმა დირექტორმა მიხაელ ცორკმა.
თუ მუკოკო ჰერტასთან ითამაშებს, რეკორდს მოხსნის! იუსუფა გახდება ყველა დროის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელიც ბუნდესლიგაში ითამაშებს. სხვათა შორის, რეკორდი ახლაც დორტმუნდელს ეკუთვნის - ნური შაჰინი დებიუტის დროს 16 წლის და 335 დღის იყო.
კომენტარები