Thumbnail
  • ლაშა შავდათუაშვილი და ტატო გრიგალაშვილი ფინალში გავიდნენ
  • ლუკა მაისურაძე ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს

ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე პირველი წარუმატებელი დღის შემდეგ, მეორე საჭიდაო დღეს სამივე ქართველ ძიუდოისტს მედლის მოგების შანსი აქვს! ორ მათგანს მედალი განაღდებული აქვს, მაგრამ მათი მთავარი მიზანი ევროპის ჩემპიონობაა.

81-კილოგრამამდე წონით კატეგორიაში, ერთმანეთს ტატო გრიგალაშვილი და ლუკა მაისურაძე მეოთხედფინალში შეხვდნენ. სამწუხაროდ, ძიუდოისტები ერთ ბადეში მოხვდნენ. გამარჯვება ტატოს დარჩა, რომელმაც ლუკას ვაზარი აუღო.

გრიგალაშვილმა ნახევარფინალურ ეტაპზე მატიას კასეს აჯობა და ფინალის საგზური მოიპოვა, სადაც ბულგარელ ივაილო ივანოვს შეხვდება. მაისურაძემ გრიგალაშვილთან მარცხის შემდეგ რეპეშაჟში გადაინაცვლა და მურად ფატიევს აჯობა. ლუკას მეტოქე ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში ნიდერლანდელი ფრენკ დე ვიტი იქნება.

ოპერაციის შემდეგ, ლაშა შავდათუაშვილი ტატამს საოცარ ფორმაში დაუბრუნდა. ქართველმა ძიუდოისტმა მეოთხედფინალში უხერხულ მეტოქეს რუსტამ ორუჯოვს სძლია, რის შემდეგაც მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი ფაბიო ბაზილეც დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე მოლდოველი ვიქტო სტერეპუ იქნება.

ლაშა შავდათუაშვილი V რუსტამ ორუჯოვი

ლაშა შავდათუაშვილი V ფაბიო ბაზილე

კომენტარები

ბოლო ამბები