Thumbnail

‘ეს Fortnight-ის მოთამაშე აქ რას აკეთებს?’ - ყველა არსენალს დასცინის

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • არსენალმა გუნდის ფოტო მესუთ იოზილთან ერთად გამოაქვეყნა
  • სოციალურ ქსელებში ეს ლონდონელთა საყოველთაო დაცინვის მიზეზი გახდა

მესუთ იოზილს ამ სეზონში არსენალის შემადგენლობაში ერთი მატჩიც კი არ ჩაუტარებია და მიუხედავად ამისა, რაღაცნაირად მაინც გუნდის წევრია. ამაზე მეტყველებს ლონდონური კლუბის გუნდის ოფიციალური ფოტო, რომელზეც გერმანიის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველიც მოხვდა. ფოტოზე ფეხბურთელები კორონავირუსის წესების დაცვით, დისტანციით დგანან.

განსაკუთრებით საინტერესო ამ ფოტოს გადაღების თარიღია. Sun-ის ინფორმაციით, ფოტო ნოემბრის დასაწყისშია გადაღებული. ამ დროს იოზილი გუნდის განაცხადიდან დიდი ხნის ამოშლილი იყო და მისი გვარი არც პრემიერლიგის და არც ევროპალიგის სიაში არ ფიგურირებდა. შესაბამისად სახალისოა სოციალური ქსელების იუზერების რეაქცია.

“ეს ტიპი არასდროს მინახავს. ახალგაზრდული გუნდიდან არის? მიეცით შანსი!” - ხუმრობს ერთი იუზერი, რომელიც ტვიტერზე თავს Best Arsenal Goals-ს უწოდებს.

სხვა იუზერი კი წერს: “ეს Fortnight-ის მოთამაშე აქ რას აკეთებს?”

კომენტარებში ისეთებსაც შეხვდებით, რომლებიც არსენალს იოზილის განაცხადიდან ამოღების გამო აკრიტიკებენ. “ჩვენს ყველაზე კრეატიულ ფეხბურთელს ამ სეზონში ერთი მატჩიც კი არ ჩაუტარებია,” - წერს Jacob.

Cien-მა კი იოზილისა და ბუკაიო საკას ფოტო დაპოსტა კომენტარით: “ეს არის ერთადერთი არსენალი, რომელსაც ვაღიარებ.”

კომენტარები

ბოლო ამბები