Thumbnail

‘ამის უფლება არ გვაქვს’ - დიბალამ ხალხს კორონავირუსის გამო მიმართა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • პაულო დიბალამ კარგად იცის, რა არის კორონავირუსი
  • იუვენტუსის არგენტინელმა ფორვარდმა კოვიდ-19 დაამარცხა

ტურინის იუვენტუსის არგენტინელმა ათიანმა პაულო დიბალამ კორონავირუსი გადაიტანა, ახლა კი სპეციალურ ვიდეოში პიემონტის მხარის მაცხოვრებლებს აფრთხილებს, კოვიდ-19 სერიოზულად აღიქვან და მაქსიმალურად გაფრთხილდნენ.

“ჩვენ არ გვაქვს იმის უფლება, რომ კორონავირუსი სათანადოდ არ შევაფასოთ. ჩვენ ამ ვირუსს მხოლოდ იმ შემთხვევაში დავამარცხებთ, თუ ერთნაირად ვიმოქმედებთ,” - ამბობს ტურინელთა შემტევი ვიდეოში.

დიბალა მაყურებლებს მოუწოდებს, ყველა დადგენილი წესი დაიცვან, ატარონ დამცავი ნიღბები და არ დაარღვიონ დისტანცია. ცოტა ხნის წინ, ასეთივე ვიდეოში მონაწილეობდა მილანის შვედი სუპერვარსკვლავი ზლატან იბრაჰიმოვიჩიც.

შეგახსენებთ, რომ გაზაფხულზე პიემონტის რეგიონში პანდემიამ განსაკუთრებით მძაფრად იფეთქა. ახლა კი ე.წ. მეორე ტალღაა და ინფიცირებულთა რაოდენობამ ისევ მოიმატა. პაულო დიბალას კოვიდ-19 გაზაფხულზე დაუდასტურდა კორონავირუსს თვენახევარი ებრძოდა.

კომენტარები

ბოლო ამბები