Thumbnail

საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის 2020/21 წლების სეზონი ესტონეთთან საშინაო მატჩით დაასრულა. გუნდი ერთა ლიგაზე პირველად გავიდა ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობის გარეშე და 0:0 დაუზავდა. მე-2 ჯგუფში საქართველოს ნაკრები მე-3 ადგილზე გავიდა 7 ქულით და ერთა ლიგის მომდევნო სეზონსაც C დივიზიონში გაატარებს. 

მატჩზე გუნდი 19-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ გაიყვანა, რომელიც ახალი მწვრთნელის დანიშვნამდე დროებით ასრულებს საქართველოს ნაკრების თავკაცის ფუნქციას. თამაშის წინ კიდევ ორი ფეხბურთელი დააკლდა: თორნიკე ოქრიაშვილი და გიორგი ქვილითაია.

პირველი ტაიმი ძალზე უინტერესო გამოვიდა - საქართველოს ნაკრები ფლობდა უპირატესობას, თუმცა გუნდმა ერთი რეალური საგოლე მომენტიც ვერ შექმნა. ესტონელთა კარისკენ ქართველებმა 4-ჯერ დაარტყეს და ვაკო ყაზაიშვილის ეპიზოდი იყო ყველაზე სახიფათო, როცა ბურთი ჰეინის კარს აცდა. ბურთს ძირითადად მასპინძელთა გუნდი ფლობდა (76.4%) ეს იყო და ეს.

მეორე ტაიმში თამაშის ხასიათი არ შეცვლილა, მხოლოდ ბოლოსკენ გაიხსნა თამაში, მაგრამ საგოლე მომენტები მაინც არ ჩანდა. ეს ეროვნული ნაკრების ბოლო მატჩი იყო 2020 წელს.

📺 საქართველო v ესტონეთი [მიმოხილვა]

საქართველო 0:0 ესტონეთი 

საქართველო (4-2-3-1): ლორია - კაკაბაძე, ხოჭოლავა (46. გრიგალავა), კაშია, ტაბიძე - კვეკვესკირი, კანკავა - ლობჟანიძე (85. მიქელთაძე), ყაზაიშვილი, დავითაშვილი (66. პაპუნაშვილი) - კაჭარავა (78. ლობჯანიძე)

ესტონეთი (4-2-3-1): ჰეინი - ტენიესტე (81. ლილანდერი), ტამი, კუუსკი, პიკი - სოომეტსი (78. მილერი), კრეიდა - ზენიოვი (79. მარინი), ვასილიევი, სინიავსკი (86. ლივაკი) - საპინენი (86. ანიერი)

კომენტარები

ბოლო ამბები