Thumbnail

საქართველოს ნაკრების სასტარტო შემადგენლობა ესტონეთთან ცნობილია

საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფას ერთა ლიგის C დივიზიონის მე-2 ჯგუფში ბოლო შეხვედრას გამართავს - უმაყურებლო "დინამო არენაზე" ესტონეთის ნაკრებს უმასპინძლებს. 

თამაშის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, ცნობილი გახდა ის შემადგენლობები, რომლებითაც გუნდები მოახლოებულ თამაშში წარსდგებიან. თანამდებობიდან ვლადიმირ ვაისის წასვლის შემდეგ, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელმა რამაზ სვანაძემ ესტონეთთან ეს სასტარტო 11-ეული დააყენა:

საქართველო (4-2-3-1): ლორია - კაკაბაძე, ხოჭოლავა, კაშია, ტაბიძე - კვეკვესკირი, კანკავა - ლობჟანიძე, ყაზაიშვილი, დავითაშვილი - კაჭარავა.

სათადარიგოები: მაკარიძე, კუპატაძე, კვერკველია, დაუშვილი, ლობჯანიძე, აბურჯანია, გრიგალავა, მიქელთაძე, პაპუნაშვილი, გვილია, ნავალოვსკი, დვალი.

ესტონეთი (4-2-3-1): ჰეინი - ტენიესტე, ტამი, კუუსკი, პიკი - სოომეტსი, კრეიდა - ზენიოვი, ვასილიევი, სინიავსკი - საპინენი

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ნოემბრის მატჩებს მნიშვნელოვანი დანაკლისით შეხვდა. COVID-19-ის ტესტზე დადებითი პასუხის გამო, ეროვნულ გუნდს შეკრებაზევე გამოაკლდნენ ხვიჩა კვარაცხელია და ლევან შენგელია. უშუალოდ ესტონეთთან თამაშის წინ კი გაირკვა, რომ სვანაძის გუნდს ტრავმების გამო თორნიკე ოქრიაშვილი და გიორგი ქვილითაიაც ვერ დაეხმარებოდნენ.

საქართველო-ესტონეთის მატჩის პარალელურად, სომხეთის ნაკრები ჯგუფის ლიდერ ჩრდილოეთ მაკედონიას კვიპროსში მასპინძლობს და გამარჯვების შემთხვევაში, პირველ ადგილსაც დაიკავებს. ნებისმიერი სხვა შედეგი ერთა ლიგის B დივიზიონის საგზურს ჩრდილოეთ მაკედონიას მოუტანს. 

კომენტარები

ბოლო ამბები