Thumbnail
  • 'ჩემსა და პეპს შორის რაღაც მოხდა, რის შესახებაც საუბარი არ მსურს'
  • ესპანელმა ფეხბურთელმა ცნობილ მწვრთნელებთან ურთიერთობაზე ისაუბრა

ფრანგული მონაკოს ნახევარმცველმა სესკ ფაბრეგასმა ხოსეპ გვარდიოლასთანა და ჟოზე მოურინიოსთან მის ურთიერთობებზე ისაუბრა, რომლებიც ამჟამად, შესაბამისად, მანჩესტერ სიტისა და ტოტენჰემს ავარჯიშებენ. ფაბრეგასი პეპის ხელმძღვანელობით ბარსელონაში თამაშობდა (2011-12 წლებში), ჟოზე კი მას ჩელსიში 2014-15 წლების სეზონში ავარჯიშებდა. ვისკენ იხრება 33 წის ესპანელი ფეხბურთელის სიმპათიები, კომენტარში აშკარად სჩანს.

“უკანასკნელი 8 წლის განმავლობაში გვარდიოლასთან კონტაქტი საერთოდ არ მქონია. მისით იმედგაცრუებული დავრჩი, თუმცა, არ ვიცი, ისიც იგივეს გრძნობს თუ – არა. ჩვენს შორის რაღაც მოხდა, რის შესახებაც საუბარი არ მსურს. არადა, პეპი ჯერ კიდევ ბავშვობიდან ჩემი კერპი იყო და მისგან ბევრი რამ ვისწავლე. რაც შეეხება გვარდიოლას, ბარსელონადან წასვლის შემდეგ, ყველაზე მეტად მან გამამხნევა. ცხადია, გარკვეული წინააღმდეგობები გვქონდა, როდესაც მე არსენალში ვიყავი, ის კი – ჩელსიში, ანაც როდესაც რეალს ავარჯიშებდა, ხოლო მე ბარსაში ვთამაშობდი. ეს გვერდები იოლად გადავფურცლეთ. მან ბევრი რამ გააკეთა, რათა ჩელსიში გადავსულიყავი. ჟოზეს დღემდე ვწერ და ჩემს მეგობრად მივიჩნევ, რადგანაც რთულ პერიოდში ძალიან დამეხმარა. მასთან ერთად, ალბათ, ჩემს კარიერაში საუკეთესო სეზონი გავატარე”.

შეგახსენებთ, რომ ფაბრეგასი 2003-11 წლებში ლონდონის არსენალის ღირსებას იცავდა, მომდევნო 3 სეზონი ბარსელონაში გაატარა, შემდეგ ჩელსი იყო, 2019 წლიდან კი ფრანგული მონაკოს რიგებში თამაშობდა. სესკს 2006-16 წლებში ესპანეთის ნაკრების მაისურით 110 მატჩში 15 გოლი აქვს გატანილი.

კომენტარები

ბოლო ამბები