Thumbnail

კორონავირუსი სერბეთის ნაკრებში - პრობლემა რუსეთთან მატჩის წინ

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • სერბებს რომის ლაციოს ერთ-ერთი ლიდერი გამოაკლდათ
  • ინფიცირებულები არიან ბაზელისა და ვერონას ფეხბურთელებიც

სერბეთის საფეხბურთო ნაკრებში, რომელიც დღეს რუსებთან მატჩისთვის ემზადება, კორონავირუსის ახალი შემთხვევები გამოვლინდა და ამის გამო, მინდორზე გასვლას 3 ფეხბურთელი ვერ შესძლებს, მათ შორის, ორი სერია A-ს წარმომადგენელია.

სერბეთის ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, COVID 19-ზე დადებითი ტესტი აღმოაჩნდათ შვეიცარიული ბაზელის მეკარე ჯორჯე ნიკოლიჩსა და იტალიური ლაციოსა და ვერონას ნახევარმცველებს – სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩსა და დარკო ლაზოვიჩს.

შეგახსენებთ, რომ უკვე მილანის ინტერში დაბრუნდა ვეტერანი მცველი ალეკსანდარ კოლაროვი, რომელსაც ტრავმა ჰქონდა, იტალიაში ჩასვლის შემდეგ კი, კორონავირუსიც დაუდასტურდა.

ეს დიდი დანაკლისია სერბეთის ნაკრებისთვის, რომელსაც დღეს ერთა ლიგის B დივიზიონის მე-3 ჯგუფში რუსეთთან დასკვნითი მატჩი ელის. თუკი სერბებმა თამაშის მოგება ვერ მოახერხეს, C ლიგაში დაქვეითებას ვერ გადაურჩებიან, თუმცა, მიზნის მისაღწევად შესაძლოა, 3 ქულის აღებაც არ გამოდგეს საკმარისი.

კომენტარები

ბოლო ამბები