Thumbnail

ეპიდემია სომხეთის ნაკრებში - ფეხბურთელებს კორონავირუსი დაუდასტურდათ

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ჩრდ. მაკედონიასთან მატჩის წინ სომხეთის ნაკრებში კორონავირუსია
  • შაბათს სომხებმა თბილისში საქართველოს ნაკრები 2:1 დაამარცხეს

ერთა ლიგის ბოლო ტურის წინ, სომხეთის ნაკრებში 8 ადამიანს კორონავირუსი დაუდასტურდა!

ინფიცირებულთა შორის 4 ფეხბურთელი და 4 თანამშრომელია. აღნიშნული ინფორმაცია სომხეთის ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალურად დაადასტურა. ინფიცირებულ ფეხბურთელებს შორის არიან გევორგ ღაზარიანი, სარგის ადამიანი, ანდრე ცალისირი, და გრიგორ მელიკსეტიანი. რვავე ინფიცირებული კარანტინშია გადაყვანილი.

სომხეთის ნაკრები თბილისური მატჩის წინ

დღეს სომხეთის ნაკრებს ჩრდილოეთ მაკედონიასთან უმნიშვნელოვანესი მატჩი აქვს, რომლითაც ჯგუფის გამარჯვებულისა და ერთა ლიგის B დივიზიონში გადასული გუნდის ვინაობა უნდა გაირკვეს. ამისათვის სომხეთს ჩრდილოეთ მაკედონიასთან მხოლოდ გამარჯვება სჭირდება.

სატურნირო მდგომარეობა ბოლო ტურის წინ

კვიპროსში დაგეგმილი ამ მატჩისთვის სომხეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელ ხოაკინ კაპაროსს 19 მოთამაშე ჰყავს. როგორც იცით, უეფას წესების მიხედვით, თამაში მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება გადაიდოს, თუ გუნდს 13 მოთამაშეზე ნაკლები რჩება.

შეგახსენებთ, რომ მეხუთე ტურის მატჩში სომხეთის ნაკრებმა საქართველოს ნაკრები თბილისში 2:1 დაამარცხა. საქართველოს ნაკრები დღეს ესტონეთს მასპინძლობს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები