Thumbnail

'ამ მაისურით ბრძოლისთვის მზად ვარ' - ლეო მესი პერუსთან მოგებაზე

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • პერუ 0:2 არგენტინა
  • არგენტინის ნაკრების კაპიტანმა მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა

არგენტინის ნაკრების თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ პერუსთან მოგებული მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. 

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩში, არგენტინის ნაკრებმა სტუმრად პერუს ორი უპასუხო გოლი გაუტანა - მე-17 წუთზე ნიკოლას გონსალესი გამოირჩა, 28-ე წუთზე კი თავი ლაუტარო მარტინესმა გამოიჩინა. ლიონელ მესიმ მატჩი შეუცვლელად ჩაატარა. 

"პერუსთან მატჩის მოგებით გახარებულები ვართ. ახლახან ჩატარებული დაძაბული თამაშის შემდეგ (ფრე 1:1 პარაგვაისთან შინ), დადებითი შედეგის მიღწევა გვჭირდებოდა. არგენტინის ნაკრების ფეხბურთელებმა თავიდანვე ბრწყინვალე თამაში აჩვენეს, დასაწყისშივე გახსნეს ანგარიში, რის შემდეგაც ქმნიდნენ მომენტებს და არ ეშვებოდნენ. 

ვფიქრობ, ამავე შემართებით უნდა გავაგრძელოთ და ცოტა მოვუმატოთ კიდეც. ეს ის გზაა, რომლითაც უნდა ვიაროთ. ნელ-ნელა ვძლიერდებით, როგორც გუნდი. 

ყოველთვის, როდესაც ნაკრების განკარგულებაში ვარ, ძალას არ ვიშურებ და ვგრძნობ, რომ მზად ვარ, ამ მაისურით ვიბრძოლო. თავს კარგად ვგრძნობ, ვაგრძელებ მუშაობას, რათა კიდევ მოვუმატო", - აქვეყნებს კაპიტნის სიტყვებს არგენტინის ნაკრების ტვიტერი.

კონმებოლის შესარევ ჯგუფში ჩატარებული 4 მატჩის შემდეგ, არგენტინის ნაკრებს 10 ქულა აქვს და ცხრილში მეორე ადგილზეა. ლიონელ სკალონის გუნდი ლიდერ ბრაზილიის ნაკრებს 2 ქულით ჩამორჩება. შესარჩევში მომდევნო მატჩი არგენტინელებს მომავალ წელს, 25 მარტს, შინ ურუგვაისთან უწევთ.

კომენტარები

ბოლო ამბები