Thumbnail
  • ინგლისურ კლუბში არგენტინელი ვარსკვლავის თაობაზე ახალ წინადადებას ამზადებენ
  • ლიონელ მესის ბარსელონას დატოვება ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს სურდა

ინგლისური მანჩესტერ სიტი ესპანური ბარსელონადან ლიონელ მესის გადაბირების იდეას არ ეშვება და აპირებს კატალონიელებს ახალი წინადადებით უკვე მომავალი წლის დასაწყისში მიმართოს. ამ ინფორმაციას The Sun ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ არგენტინელი ვარსკვლავი ბარსელონას დატოვებაზე ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს ფიქრობდა, თუმცა, ის გუნდმა არ გაუშვა. ბარსაში განაცხადეს, რომ ლეოს მხოლოდ 700 მილიონი ევროს მიღების შემთხვევაში დაემშვიდობებოდნენ, რისთვისაც მზად არავინ აღმოჩნდა. მანჩესტერ სიტი მესის მსურველთა რიგებშიც მაშინაც იყო.

ახლა, ინგლისურ გრანდში თვლიან, რომ კატალონიელებს დათმობაზე წასვლა არსებული ფინანსური კრიზისის გამო მოუწევთ. მასმედიაში უკვე არაერთხელ დაიწერა, რომ ბარსელონა გაკოტრების საფრთხის ქვეშაა, მესის კი კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და თუკი ესპანურმა კლუბმა ის მანამდე არ გაყიდა, არგენტინელი თავისუფალი აგენტის სტატუსით წავა.

როგორც The Sun წერს, სწორედ ამ ფონზე, შესაძლოა, ბარსელონა მესის სანაცვლოდ მხოლოდ 50 მილიონი ევროს მიღებას დათანხმდეს და სიტიშიც სწორედ ამის იმედი აქვთ. მანჩესტერელები გეგმავენ კატალონიელებს შესაბამისი შეთავაზება უკვე იანვარში გაუგზავნონ.

შეგახსენებთ, რომ 33 წლის მესის მიმდინარე სეზონში ბარსელონას მაისურით 10 მატჩი აქვს ჩატარებული და აქტივში 6 გოლი და 4 საგოლე პასი გააჩნია. ამჟამად, ის ეროვნული ნაკრების რიგებში იმყოფება და დღეს დილით პერუსთან მოგებულ (2:0) მატჩშიც მიიღო მონაწილეობა.

📺 პერუ 0:2 არგენტინა

კომენტარები

ბოლო ამბები