Thumbnail

ერთა ლიგის 2020/21 წლების სეზონი რამდენიმე ჯგუფში დასრულდა. ყველაზე დიდ ინტერესს A ლიგის მე-3 და მე-4 ჯგუფში გამართული შეხვედრები იწვევდა.

მე-4 ჯგუფის გადამწყვეტი მატჩი სევილიაში გაიმართა, რომელშიც ლუის ენრიკეს გუნდმა ძალიან დაჩაგრა იოახიმ ლიოვის გერმანია, 6:0 გაანადგურა და ოთხთა ფინალის საგზური მოიპოვა. ესპანელები უკვე პირველ ტაიმში 3:0 დაწინაურდნენ, როცა ალვარო მორატამ, ფერან ტორესმა და როდრი ერნანდესმა გაიტანეს ნოიერის კარში, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ პირველივე ტაიმში ტრავმა მიიღეს სერხიო კანალესმა და სერხიო რამოსმა და მათ თამაში ვეღარ გააგრძელეს. 

📺 ესპანეთი v გერმანია [მიმოხილვა]

მეორე ტაიმში სიტის 20 წლის შემტევმა ჰეთ თრიკი შეასრულა. საბოლოოდ, ესპანეთის ნაკრებმა გერმანიას 6:0 მოუგო. გერმანიის ნაკრებს ასეთი ანგარიშით აქამდე არასდროს წაუგია ოფიციალურ მატჩში. ესპანეთის ნაკრებმა ჯგუფი 11 ქულით მოიგო და ოთხთა ფინალში გავიდა. 

შვეიცარია-უკრაინა აღარ შედგება, სტუმართა გუნდში კორონავირუსი 6 ფეხბურთელს დაუდასტურდა. უეფამ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, დიდი ალბათობით, უკრაინა B დივიზიონში დაქვეითდება, რადგან ამ მატჩში მარცხი ჩაეთვლება.  

საფრანგეთს შვედებთან მატჩის წინ ჰქონდა განაღდებული ოთხთა ფინალი. პარიზში დეშამის გუნდმა 4:2 დაამარცხა შვედეთი, ოლივიე ჟირუმ კი დუბლი შეასრულა. 

📺 საფრანგეთი v შვედეთი [მიმოხილვა]

მოქმედმა ჩემპიონმა პორტუგალიამ სტუმრად ხორვატიასთან თამაში მას მერე შემოატრიალა, რაც მასპინძელთა გუნდი 10 კაცით დარჩა. მატჩის გმირი კი არა კრიშტიანო რონადლო, არამედ, სიტიც 23 წლის მცველი რუბენ დიაში გახდა, რომელმაც დუბლი შეასრულა, თანაც გამარჯვების გოლი ბოლო წუთზე გაიტანა. საფრანგეთი 16 ქულით ოთხთა ფინალშია, შვედეთი ელიტიდან გავარდა.

📺 ხორვატია v პორტუგალია [მიმოხილვა]

მონტენეგროს ნაკრებმა C ლიგის პირველი ჯგუფი მოიგო 13 ქულით და B ლიგაში გადავიდა, კვიპროსი კი დასარჩენად იბრძოლებს. ყველაზე სუსტი ლიგიდან ორი გუნდი დაწინაურდა: ფარერები და გიბრალტარი. ისინი 2022/23 წლების სეზონში საქართველოს ნაკრების პოტენციური მეტოქეები არიან. 

მე-3 ჯგუფი

საფრანგეთი 4:2 შვედეთი

გოლები: 0:1 კლაასენი (5), 1:1 ჟირუ (16), 2:1 პავარი (36), 3:1 ჟირუ (59), 3:2 ქუასონი (88), 4:2 კომანი (90+5)

საფრანგეთი (4-4-2): ლორისი - პავარი, ვარანი (46. ზუმა), კიმპემბე, ლ. ერნანდესი (46. დინი) - მ. სისოკო, პოგბა, რაბიო (78. ნ'ზონზი), მ. ტიურამი (46. მბაპე) - ჟირუ (84. კომანი), გრიზმანი  

ხორვატია 2:3 პორტუგალია

გოლები: 1:0 კოვაჩიჩი (29), 1:1 დიაში (52), 1:2 ჟოაო ფელიქსი (52), 2:2 კოვაჩიჩი (65), 2:3 დიაში (90)

პორტუგალია (4-3-3): პატრისიო - ნ. სემედუ, დიაში, რ. სემედუ, რუი (71. კანსელო) - პერეირა (77. ოლივეირა), ჟოაო მოუტინიო, ფერნანდეში (46. ტრინკაო) - ჟოაო ფელიქსი (71. ბ. სილვა), რონალდო, ჟოტა (77. პაულინიო)

მე-4 ჯგუფი

ესპანეთი 6:0 გერმანია 

გოლები: 1:0 მორატა (17), 2:0 ფ. ტორესი (33), 3:0 როდრი (38), 4:0 ფ. ტორესი (55), 5:0 ფ. ტორესი (71), 6:0 ოიარზაბალი (89)

ესპანეთი (4-2-3-1): სიმონი - სერხი რობერტო, სერხიო რამოსი (43. ე. გარსია), პაუ ტორესი, გაია - როდრი, კანალესი (12. რუისი) - ოლმო (73. მორენო), კოკე, ფ. ტორესი (73. ასენსიო) - მორატა (73. ოიარზაბალი)

გერმანია (4-3-3): ნოიერი - გინტერი, ზიულე (46. თა), კოხი, მაქსი - გორეტცკა (61. ნოიჰაუსი), გიუნდოგანი, კროოსი - სანე (61. ვალდშმიდტი), გნაბრი, ვერნერი (76. ჰენრიხსი) 

C ლიგა

ლუქსემბურგი 0:0 აზერბაიჯანი
მონტენეგრო 4:0 კვიპროსი

D ლიგა

ანდორა 0:5 ლატვია
გიბრალტარი 1:1 ლიხტენშტაინი
მალტა 1:1 ფარერები

კომენტარები

ბოლო ამბები