Thumbnail

ინფიცირებული პიოლი მილანს მაინც აკონტროლებს - იდეა ბევრს მოეწონება

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • მილანის მთავარ მწვრთნელ სტეფანო პიოლის კოვიდ-19 დაუდასტურდა
  • ‘როსონერის’ დამრიგებელი ფეხბურთელების ვარჯიშს კარანტინიდანაც აკვირდება

მილანის მთავარ მწვრთნელ სტეფანო პიოლის კორონავირუსი აქვს, კარანტინშია და გუნდის გაწვრთნისთვის ახალ სტრატეგიებს ამკვიდრებს. იმისათვის, რომ ვარჯიში იზოლაციიდან ეკონტროლებინა, პიოლიმ მარანელოზე დრონით აღჭურვილი თანამშრომელი ჩართო საქმეში. იგი ზლატან იბრაჰიმოვიჩის ვარჯიშებს დრონით უღებს, კადრებს კი პიოლი კომპიუტერში უყურებს.

55 წლის მწვრთნელის ამ იდეის შესახებ იტალიური გამოცემები წერენ. მილანის დამრიგებელს კოვიდ-19 სიმპტომების გარეშე აქვს. პიოლი ფეხბურთელებს Zoom-ის საშუალებით ესაუბრება.

სამშაბათს გავრცელდა ინფორმაცია, რომ კორონავირუსი პიოლის ასისტენტ ჯაკომო მურელისაც დაუდასტურდა და მანაც კარანტინში გადაინაცვლა. გუნდის ყველა სხვა წევრს კოვიდ 19-ზე ნეგატიური პასუხები აქვთ.

იტალიის ჩემპიონატში 7 ტურია ჩატარებული და მილანი სერია A-ს სატურნირო ცხრილს 17 ქულით ლიდერობს. პიოლის გუნდს მომდევნო მატჩი 22 ნოემბერს, ნეაპოლში აქვს დაგეგმილი.

 

კომენტარები

ბოლო ამბები