Thumbnail
  • საქართველოს ნაკრები ერთა ლიგას ესტონეთთან შეხვედრით დაასრულებს
  • ესტონელი ნახევარმცველი ვლადისლავ კრეიდა თბილისში მოსაგებად მოდის

საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფას ერთა ლიგის C დივიზიონის მე-2 ჯგუფში გამოსვლას ესტონეთთან დაპირისპირებით დაასრულებს. მატჩი, რომელიც "დინამო არენაზე" 18 ნოემბერს ჩატარდება, მასპინძლებისთვის მნიშნელოვანს არაფერს წყვეტს - საქართველოს ნაკრები C დივიზიონიდან არცერთ შემთხვევაში დაქვეითდება, უკეთეს შემთხვევაში კი სომხეთს გადაასწრებს ჯგუფს მე-2 ადგილზე დაასრულებს. 

სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, ამ თამაშში უმოტივაციოდ არიან სტუმრებიც, რომლებსაც ჯგუფში ბოლო ადგილი გარანტირებული აქვთ, თუმცა ესტონელთა 21 წლის ნახევარმცველი ვლადისლავ კრეიდა თბილისში მაინც მოსაგებად მოდის. 

საქართველოს ნაკრები ესტონეთს თბილისში სომხეთთან მარცხით (1:2) ხვდება 

"ჩრდილოეთ მაკედონიასთან დასანანი წაგების მიუხედავად, მომავალ მატჩში, რომელიც ეროვნული ნაკრებისთვის ამ სეზონში ბოლო იქნება, გამარჯვება გვსურს. მოედანზე სათანადო განწყობით გავალთ და მოგებისთვის ვიბრძოლებთ", - ამბობს კრეიდა, რომელიც ამბობს, რომ სკოპიეში გამართულ მატჩში (ჩრდილოეთ მაკედონიასთან 1:2) დაშვებული შეცდომები თბილისში არ უნდა გაიმეორონ.

"ანგარიშის გათანაბრების შემდეგ, ათწუთიან მონაკვეთში მეტოქეს ინიციატივა დავუთმეთ და საბოლოოდ მატჩი დავთმეთ. ხვალ საკუთარ თავს ამის უფლება არ უნდა მივცეთ. უნდა ვაჩვენოთ, რომ შეგვიძლია ფეხბურთის თამაში და მოვიგოთ. ესაა გასაღები", - ამბობს ნახევარმცველი, რომელიც ესტონეთის ჩემპიონი ფლორას ღირსებას იცავს.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის C დივიზიონის პირველ შეხვედრაში სტუმრად სწორედ ესტონეთს სძლია. ტალინში ერთადერთი გოლი ნიკა კაჭარავამ გაიტანა, ვლადისლავ კრეიდამ კი სრული მატჩი ჩაატარა. 

კომენტარები

ბოლო ამბები