Thumbnail

'მოვიდა დრო' - ხავიერ მასკერანომ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • არგენტინელმა ფეხბურთელმა კარიერის დასრულება 36 წლის ასაკში გადაწყვიტა
  • ლივერპულისა და ბარსელონას ყოფილი ნახევარმცველი ქომაგს დაემშვიდობა

ლივერპულის, ბარსელონას და არგენტინის ნაკრების  ყოფილმა ნახევარმცველმა ხავიერ მასკერანომ გამოაცხადა, რომ ფეხბურთელის კარიერას ასრულებს. 36 წლის არგენტინელის ბოლო კლუბი ლა პლატას ესტუდიანტესია. 

💬 "კარიერის დასრულების დრო მოვიდა მას შემდეგ, რაც ამ თვეების განმავლობაში თავს გადამხდა. ეს ყველაზე სწორი გადაწყვეტილებაა. ჩემს პროფესიაში ყოველთვის 100 პროცენტით ვიხარჯებოდი, მაგრამ დღეს აღმოვაჩინე, რომ გარკვეული პერიოდის მანძილზე ეს უკვე მიჭირს და არ მსურს ესტუდიანტესის მიმართ უპატივცემულობა გამოვიჩინო, რომელმაც შანსი მომცა. პანდემიის პირობებში ტურნირების განახლების შემდეგ მეგონა, რომ ის ნაპერწკალი დამიბრუნდებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. მოვიდა გვერდით გაწევისა და ამ რბოლის დასრულების დრო". 

ხავიერ მასკერანომ კარიერა მშობლიურ რივერ პლეიტში დაიწყო, რის შემდეგაც ბრაზილიურ კორინთიანსში, ინგლისურ ვესტ ჰემსა და ლივერპულში, ესპანურ ბარსელონასა და ჩინურ ჰებეი ჩაინა ფორჩუნში ითამაშა, წელს კი მშობლოურ ესტუდიანტესში გადავიდა.

არგენტინელი ნახევარმცველი, რომელმაც ეროვნულ ნაკრებში 140-ზე მეტი მატჩი ჩატაარა და 3 გოლი გაიტანა, მსოფლიოს 2014 წლის ჩემპონატის ვერცხლის პრიზიორი გახდა. კატალონიურ გუნდთან ერთად კი 2010-18 წლებში ხუთ-ხუთჯერ ესპანეთის ჩემპიონატსა და ესპანეთის თასზე გაიმარჯვა, ორჯერ კი ჩემპიონთა ლიგა მოიგო. 

კომენტარები

ბოლო ამბები