- ედი ჯონსმა ირლანდიასთან მატჩზე ისაუბრა
- 'ისინი ბიბლიას წვავენ, მხარს ვერ დავუჭერ' - რატომ არ დაიჩოქა ვუნიპოლამ
საქართველოს ნაკრების დიდი ანგარიშით (40:0) დამარცხების შემდეგ, ინგლისის ნაკრების მომდევნო მეტოქე ირლანდიის ნაკრებია. ინგლისელთა ავსტრალიელმა თავკაცმა მომავალ მატჩზე ილაპარაკა და საინტერესო შედარებაც გააკეთა.
ედი ჯონსი (ინგლისის ნაკრების მწვრთნელი): "გაცილებით უფრო რთული მატჩი გველის. შეხედეთ მსოფლიოს რეიტინგს. ბოლო ორი გუნდი, ვისაც ვეთამაშეთ, საქართველო და იტალია, მე-12 და მე-14 პოზიციებზე არიან, ირლანდია კი TOP 5-შია. ეს იგივეა, რომ ნიშიკორისთან თამაშის შემდეგ ჯოკოვიჩთან გიწევდეს ურთიერთობის გარკვევა.
კარგად უნდა მოვემზადოთ, რადგან ირლანდია ძალიან კარგი და ფიზიკურად ძლიერი გუნდია.
📺 ინგლისი v საქართველო [მიმოხილვა]
შეგახსენებთ, რომ "შემოდგომის ერთა თასის" მეორე ტურში ინგლისი ირლანდიას 21 ნოემბერს უმასპინძლებს, იმავე დღეს "ბორჯღალოსნები" უელსს ესტუმრებიან.
კომენტარები