Thumbnail
  • 📅 18 ნოემბერი | ⌚ 21:00 | ⚽ საქართველო V ესტონეთი 📺 პირველი არხი
  • შეხვედრის მთავარ არბიტრს ადრე დინამო თბილისის თამაშზეც უმუშავია

უეფას ერთა ლიგის C დივიზიონის ბოლო ტურში საქართველოს ნაკრები 18 ნოემბერს თბილისში ესტონეთის ნაკრებს უმასპინძლებს და ამ შეხვედრას ბოსნიელი მსაჯები მოემსახურებიან. მთავარი მსაჯი ირფან პელიტო იქნება, მას სენად იბრისიმბეგოვიჩი და დავორ ბელიო დაეხმარებიან, ხოლო მე-4 არბიტრის მოვალეობას ადმირ შეჰოვიჩი შეასრულებს.

ირფან პელიტომ სანაკრებო დონეზე ბოლო მატჩი სკოპიეში განსაჯა, მიმდინარე წლის სექტემბერში, სწორედ ჩვენი ჯგუფის შეხვედრა, ჩრდილოეთ მაკედონიასა და სომხეთს შორის, რომელიც მასპინძლებმა 2:1 მოიგეს. აღსანიშნავია, რომ სამივე გოლი პენალტით გავიდა, გარდა ამისა, მან 4 ფეხბურთელი გააფრთხილა.

2018 წლის 12 ივლისს პელიტომ ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე დინამო თბილისის მატჩი იმსაჯა, როდესაც ქართული კლუბი სლოვაკურ დუნაისკა სტრედას სტუმრად დაუპირისპირდა (1:1). ბოლო 10 თამაშში ბოსნიელმა არბიტრმა ფეხბურთელებს 51 ყვითელი ბარათი (საშუალოდ 5.1) და 3 წითელი ბარათი (0.3) უჩვენა.

კომენტარები

ბოლო ამბები