Thumbnail
  • საფრანგეთის ნაკრები ერთა ლიგის 2020/21 წლების სეზონის ოთხთა ფინალშია
  • სერხიო რამოსმა ორი პენალტი ვერ გამოიყენა

ევროპაში უეფას ერთა ლიგის მე-5 ტური დაიწყო. A ლიგაში ოთხი შეხვედრა გაიმართა. მე-4 ჯგუფში ახალი ლიდერია - გერმანიის ნაკრები, რომელმაც ტიმო ვერნერის დუბლის წყალობით, 3:1 დაამარცხა უკრაინა. იოახიმ ლიოვის გუნდს 9 ქულა აქვს და ქულით უსწრებს ესპანეთის ნაკრებს.

📺 გერმანია v უკრაინა [მიმოხილვა]

ესპანეთის ნაკრებს შვეიცარიაში გამარჯვება შეეძლო, რომ არა იან ზომერი. ეს წინადადება სხვანაირადაც შეიძლება ითქვას - რომ არა სერხიო რამოსი, რომელმაც ორი პენალტი ვერ გაუტანა ზომერს. "ფურია როხა" ბოლო წუთამდე აგებდა და ის შეცვლაზე შესულმა ალვარო მორატამ იხსნა - 1:1.

📺 შვეიცარია v ესპანეთი [მიმოხილვა]

ბოლო ტურის მთავარი მატჩი ესპანეთი v გერმანიაა, ოთხთა ფინალისტის ვინაობაც ამ შეხვედრაში გამოვლინდება. შვეიცარია (3 ქულა) და უკრაინა (6) კი ელიტაში დარჩენისთვის იბრძოლებენ. 

📺 პორტუგალია v საფრანგეთი [მიმოხილვა]

მე-3 ჯგუფში პორტუგალიისა და საფრანგეთის ნაკრებთა დაპირისპირება, ნ'გოლო კანტეს გოლმა გადაწყვიტა ფრანგთა სასარგებლოდ - 0:1. ბოლო ტურში საფრანგეთს შინ შვედეთთან თამაშობს, თუმცა ოთხთა ფინალის საგზური უკვე მოიპოვა. ასე რომ, ერთა ლიგას ახალი ჩემპიონი ეყოლება, მოქმედი ჩემპიონი პორტუგალია ბოლო ტურში ხორვატიას ესტუმრება, რომც მოიგოს (და საფრანგეთი დამარცხდეს), ურთიერთშეხვედრებით საგზური დიდიე დეშამის გუნდს რჩება. 

მე-3 ჯგუფი

პორტუგალია 0:1 საფრანგეთი

გოლი: 0:1 კანტე (53)

პორტუგალია (4-2-1-3): პატრისიო - კანსელო, ჟოზე ფონტე, დიაში, გერეირო - პერეირა (84. ოლივეირა), კარვალიო (56. ჟოტა) - ფერნანდეში (72. ჟოაო მოუტინიო) - ჟოაო ფელიქსი (84. პაულინიო), რონალდო, ბ. სილვა (72. ტრინკაო)

საფრანგეთი (4-3-3): ლორისი - პავარი, ვარანი, კიმპემბე, ლ. ერნანდესი - რაბიო, კანტე, პოგბა - კომანი (59. ტიურამი), მარსიალი (78. ჟირუ), გრიზმანი 

შვედეთი 2:1 ხორვატია

გოლები: 1:0 კულუშევსკი (36), 2:0 დანიელსონი (45+2), 2:1 დანიელსონი (82 საკუთარ კარში)

მე-4 ჯგუფი

გერმანია 3:1 უკრაინა 

გოლები: 0:1 იარემჩუკი (12), 1:1 სანე (23), 2:1: ვერნერი (33), 3:1 ვერნერი (64)

გერმანია (3-4-2-1): ნოიერი - ზიულე, კოხი, რიუდიგერი - გინტერი, გორეტცკა, გიუნდოგანი, მაქსი - გნაბრი, სანე (86, ვალდშმიდტი) - ვერნერი (76. ბრანდტი)

შვეიცარია 1:1 ესპანეთი

გოლები: 1:0 ფროილერი (26), 1:1 მორატა (89)

ესპანეთი (4-2-3-1): სიმონი - სერხი რობერტო, სერხიო რამოსი, პაუ ტორესი, რეგილონი - მერინო (80. მორენო), ბუსკეტსი (73. კოკე) - ფერან ტორესი, რუისი (56. მორატა), ოლმო (73. კანალესი) - ოიარზაბალი (73. ტრაორე)

C ლიგა

აზერბაიჯანი 0:0 მონტენეგრო
კვიპროსი 2:1 ლუქსემბურგი

D ლიგა

მალტა 3:1 ანდორა
სან მარინო 0:0 გიბრალტარი
ლატვია 1:1 ფარერები

კომენტარები

ბოლო ამბები