Thumbnail
  • გიორგი შერმადინი ლიგა ენდესას მორიგ მატჩში საუკეთესო იყო
  • მის ტენერიფეს 8 მოგება აქვს და მხოლოდ მადრიდის რეალს ჩამორჩება

გიორგი შერმადინის იბეროსტარ ტენერიფემ ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში მორიგი გამარჯვება იზეიმა, ქართველი ცენტრი კი კვლავაც საუკეთესოთა შორის იყოს და მატჩის MVP გახდა.

შერმადინის გუნდი მანრესას სტუმრობდა და დამაჯერებლად ჩატარებული დასკვნითი მეოთხედის (23:14) წყალობით, 88:80 მოიგო. გიორგი სასტარტო ხუთეულში იყო და 27:27 წუთში 18 ქულა, 5 მოხსნა (2 შეტევაში), 1 პასი და 3 ჩაჭრა მიითვალა.

ქართველმა ლეგიონერმა 12-დან 7 ორქულიანი და 4-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, ამდენივე პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 6-ჯერ დაჯარიმდნენ. შედეგად, შერმადინის სარგებლიანობის კოეფიციენტი 22-ს გაუტოლდა და ეს, ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი იყო.

იბეროსტარ ტენერიფეს 9 მატჩში 8 მოგება აქვს და ლიგა ენდესას სატურნირო ცხრილში მხოლოდ მადრიდის რეალს (10 გამარჯვება) ჩამორჩება. შერმადინი და მისი თანაგუნდელები მომდევნო მატჩს 22 ნოემბერს სტუმრად ვალენსიასთან ჩაატარებენ.

📺 მანრესა V იბეროსტარ ტენერიფე

კომენტარები

ბოლო ამბები